x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბიანკა ცენსორიმ თავისი ჩაცმულობით მორიგ ჯერზე ყველა შოკში ჩააგდო

image


რამდენიმე დღის წინ, ბიანკა ცენსორიმ საზოგადოება თავისი უცნაური "ლუქით" კვლავ აალაპარაკა. გოგონა პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის მეუღლესთან, ქანიე უესტთან ერთად ღამის კლუბს ტოვებდა. ბიანკას ვერცხლისფერი საცურაო კოსტიუმი და ოქროს ბალთით გაწყობილი ღია თეთრი, ბეწვის ფეხსაცმელი ეცვა. გოგონას ბალიშის ნაცვლად ამჯერად, მკერდზე ფუმფულა, თეთრი სათამაშო კატა ჰყავდა მიკრული.


image


უცნაურ ჩაცმულობაში მეუღლეს არც ქანიე ჩამორჩა, თუმცა ბიანკასგან განსხვავებით მან არჩევანი კლასიკურ შავზე შეაჩერა, რეპერის სამოსი გრძელი შავი ტყავის ქურთუკისგან, ამავე ფერის მაისურისგან, შარვლისგან, ჩექმებისგან და ტყავის ხელთათმანებისგან შედგებოდა. ქანიეს თავზე გაურკვეველი ფორმის შავი ნაჭერი ეფარა.


image


შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წყვილი დუბაიში დიზაინერ ამინა მუადის მაღაზიას სტუმრობდა. ღონისძიებისთვის ბიანკამ არჩევანი სხეულზე მჭიდროდ მოდგმულ, გრძელმკლავიან მინიკაბაზე და დიდ, ფუმფულა ბეწვის ქუდზე შეაჩერა, გოგონას მთელი საღამოს განმავლობაში ტრადიციულად მკერდზე რბილი სათამაშო ჰქონდა მიკრული, ცხოველის ტიპი ძნელი გასარჩევი კი იყო, თუმცა ის ბიანკას კაბის ფერს შეესაბამებოდა. ასე რომ, რბილი სათამაშო, აქსესუარის სახით, ბიანკას იმიჯისთვის უკვე განუყოფელი ატრიბუტია.


image








0
220
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
220