x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
პუტინმა განაცხადა,რომ ჩინელმა ავტომრეწველებმა ევროპის ბაზარი დაიპყრეს
image

ვლადიმერ პუტინი: ჩინეთის ავტომწარმოებლები აძევებენ ევროპელებს მთავრობის მხარდაჭერის ფონზე




"ჩინელი ავტომწარმოებლები ძალიან აქტიურები არიან მსოფლიო ბაზრებზე და მათ შორის, ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერის წყალობით, აძევებენ კიდეც ადგილობრივ ავტომწარმოებლებს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, "– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრეს-კონეფერენციაზე, "წლის შედეგები ვლადიმერ პუტინთან ერთად"(Итоги года с Владимиром Путиным)რომელიც პირდაპირი ეთერით კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მთავრობა ევროპული და კერძოდ, გერმანიის მთავრობისგან განსხვავებით, აქტიურად უდგება გვერდში საკუთარი ქვეყნის ავტოკომპანიებს, რაც წარმატების გარანტია შესაბამის ბაზრებზე.



ჟურნალისტის ეკატერინა ბერეზოვსკაიას კითხვაზე პასუხის გაცემისას, რომ „რუსული ავტობაზრის 60 პროცენტი ჩინელებმა დაიპყრეს“, პუტინმა შესაბამისი ექსპერტების დასკვნები მოიშველია, და განმარტა, რომ ეს ხდება არა მხოლოდ რუსეთში:


" ფასისა და ხარისხის თანაფარდობის წყალობით. ქვეყანაში შესაძლებელი ხდება ჩვენი მანქანის მოყვარულებმა აირჩიონ ის, რაც სურთ“.


სახელმწიფოს მეთაური ასევე დაეთანხმა იმას, რომ შიდა წარმოების მანქანების 40 პროცენტით გაძვირება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა და ეს იმით ახსნა, რომ ავტომობილების ზოგიერთი კომპონენტი უცხოური იყო.


ცოტა ხნის წინ ვწერდით ჩინეთის ახალ სტრატეგიაზე;გამოცემა bloomberg-ის ცნობით, ქვეყანამ დაიწყო მსოფლიოში უმსხვილესი ეკოლოგიური ენერგეტიკული პროექტი, რომელიც გულისხმობს მზის პანელების გიგანტური ბლოკების და უამრავი ქარის გენერატორის მშენებლობას, რითაც ქვეყანა რამდენიმე წელიწადში დიდწილად უარს იტყვის ნავთობზე და ქვანახშირზე.

1
236
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
236
  
2023, 19 დეკემბერი, 22:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1