x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ასტეროიდ ეროსზე იდუმალი "კოშკი" აღმოაჩინეს

მკვლევარი სკოტ უორინგი თვლის, რომ მან ასტეროიდ ეროსზე, რომელიც ამჟამად მერწყულის თანავარსკვლავედში მოძრაობს, იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინა.

მისი თქმით, ამ სტრუქტურის დიამეტრი, დაახლოებით, 50 მეტრია (164 ფუტი), ხოლო, სიმაღლე — 150 მეტრი (492 ფუტი). უორინგის მტკიცებით, მის მიერ შექმნილი ჩრდილი, ნაგებობის შთამბეჭდავ ზომაზე მეტყველებს.


image


საკვირველი ის არის, რომ მკვლევარის მიერ მოწოდებული ფოტო, NASA-ს მიერ ასტეროიდის ოფიციალური აღწერილობისგან და ფოტოსგან განსხვავდება. უორინგი აინტერესებს, თუ რატომ არ ახსენა აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ, ეროსის ზედაპირზე არსებული სტრუქტურის შესახებ და საკუთარ, საინტერესო თეორიას გთავაზობს.


image


უფოლოგის თქმით, ასტეროიდზე ეს იდუმალი კოშკი, ერთგვარი რადარია, რომელიც მონაცემებს აფიქსირებს და უცნობ პლანეტაზე გადასცემს.

მისი მტკიცებით, ეროსი დედამიწასთან ჩავლის დროს, იმ უცხოპლანეტელების ხომალდების აქტიურობას აფიქსირებს, რომლებიც მის ორბიტას კვეთენ. მკვლევარის აზრით, ეს შეიძლება, ადრეული გამაფრთხილებელი სისტემა იყოს, რომელიც ჩვენი პლანეტის, უცხო ცივილიზაციებისგან დასაცავადაა შექმნილი.

"ადამიანები, ამდენ ხანს, ვერ იცხოვრებდნენ დაცვის გარეშე. თუ ჩვენზე თავდასხმებს, რამდენიმე სახეობის უცხოპლანეტელი არ უშლის ხელს. გამოდის რომ, ჩვენ უცხოპლანეტელი დამცველები გვყავს", — ამბობს უფოლოგი.



უორინგი თქმით, მისი აღმოჩენა, შეიძლება, გასაღები გახდეს, კითხვაზე პასუხის გასაცემად, სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის და ჩვენი პლანეტის დაცვაში, მათი, შესაძლო, მონაწილეობის შესახებ.


image

სხვა სიახლეები:


* ისრაელ–პალესტინის კონფლიქტის მიზეზი

* კიბოსთან ბრძოლა, ისევ კიბოს უჯრედებს შეუძლია

* სტალინის ორეულები

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
415
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0