x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანული რეალითი შოუ,სადაც მონაწილეებს უსაზიზღრესი რაღაცეების ჭამა უწევთ(ვიდეო)
image

ბრიტანელ ტელევარსკვლავ სემ ტომპსონს ცხოველების სასქესო ორგანოების ჭამა მოუწია. ამის შესახებ Daily Mail -ი იუწყება.


ტომპსონი მონაწილეობს რეალითი შოუში I'm a Celebrity...Get Me Out of Here! („მე ვარ ცნობილი... გამიყვანეთ აქედან!“), რომელშიც მონაწილეები იძულებულნი არიან შეასრულონ დამამცირებელი ან უსიამოვნო გამოწვევები. მისი ერთ-ერთი კონკურენტია პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯი, Brexit -ის ავტორი, რომელმაც შოუს მოსაგებად პიცა შეჭამა, რომლის შიგთავსში ოთხი პენისი იდო.


იმისთვის, რომ ფინალში გასულიყო, ტომპსონმა ერთ ჯერზე გადაყლაპა დიდი მატლი, აქლემის თითი, თევზის თვალი და მორიელი, მაგრამ კინაღამ დანებდა და თამაშიდან მიტოვებას აპირებდა, როცა საქმე ღორის საშოს ჭამაზე მიდგა.

image

”არა მგონია, რომ ამის ჭამა შევძლო”, - თქვა მან, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეჭამა.


ბოლო გამოცდა იყო აქლემის პენისი. ტომპსონსაც არ სურდა ამის გაკეთება.


"ნუ უყურებ მას, უბრალოდ ჭამე", - გაამხნევა ფარაჯმა იგი. ბოლოს ბედს შეურიგდა და რჩევას მიჰყვა.

image

image



I'm a Celebrity...Get Me Out Of Here!(მე ვარ ცნობილი... გამიყვანე აქედან!) (ხშირად შემოკლებით I'm Celebrity ან I'm a Celeb) არის ბრიტანული რეალითი სატელევიზიო შოუ, რომელიც გადის ITV-ზე. ის შეიქმნა London Weekend Television-ის (LWT) მიერ вф Lifted Entertainment-ის პროდიუსერობით


ამ ფორმატში ცნობილი ადამიანების ჯგუფი ერთად ცხოვრობს ექსტრემალურ პირობებში, მცირე კომფორტის პირობებში. თითოეული კონკურსანტი იღებს გამოწვევებს, რათა უზრუნველყოს დამატებითი საკვები და კერძები ჯგუფისთვის, ბოლო ეპიზოდში მაყურებლის ხმის მიცემა განსაზღვრავს ვინ მოიგებს სერიას.


პროგრამის პირველი სეზონის შედგა 2002 წლის 25 აგვისტოს, რომელიც გადაიღეს ტულიში, კუინსლენდი, ავსტრალია.


სერიალს 2003 წლიდან 2019 წლამდე იღებნდენ მურვილუმბაში, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია .


2020 და 2021 წლების სერიები გადაიღეს უელსში გვრიჩის ციხესიმაგრეში COVID-19 პანდემიის გამო;


ავსტრალიას შოუ დაუბრუნდა 2022 წელს.

შოუში მონაწილეობენ ძირითადად ცნობილი ბრიტანელი მსახიობები, ტელეწამყვანები, სპორტსმენები, მომღერლები და ა.შ.მაგალითად შარშან გამარჯვებული გახდა ინგლისელი ქალი ფეხბურთელი ჯილ სკოტი, ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი და 2022 წლის ევროპის ჩემპიონი.

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0