x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სსრკ-ას მოდა: 5 ყველაზე მახინჯი ნივთი საბჭოთა ქალის გარდერობიდან

image


საბჭოთა კავშირის დროს ყველა ქალს მოდურად და ელეგანტურად ჩაცმა არ შეეძლო. რა თქმა უნდა, მოიპოვებოდა მეტ-ნაკლებად გამორჩეული კოსტიუმებიც, თუმცა ძირითადი მასა მაინც არაფრით გამორჩეულ, უბრალო და კომფორტულ სამოსს ატარებდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ქალის გარდერობის 5 ყველაზე საშინელ ნივთს, რომელიც თითქმის ყველა საბჭოთა ქალის ყოველდღიურ არსენალში იყო.





1. ქურთუკი


image


1960-იან წლებში მასობრივ წარმოებაში ჩაეშვა ზედა უფორმო სამოსი, რომელიც ნებისმიერი ქალის ფიგურას ერგებოდა. ბეწვის საყელოიანი ასეთი ქურთუკი საკმაოდ პრაქტიკულად ითვლებოდა. მთავარი - კომფორტია, და არა სილამაზე.




2. ფეხსაცმელი


image


სახელმწიფო სტანდარტი "გოსთი" ქალებს დაბალქუსლიან ფეხსაცმელს სთავაზობდა, საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ზოგიერთი ფეხსაცმელი, მაგალითად, ჩექმები, მამაკაცის მაღალყელიანი ფეხსაცმლისგან პრაქტიკულად არაფრით განსხვავდებოდა.





3. საქმიანი პიჯაკი


image


ფილმ "სამხურეობრივი რომანის" მთავარ გმირზე შეგიძლიათ 60-იანი წლების ყველაზე პოპულარული საქმიანი კოსტიუმი იხილოთ. სწორედ ასეთი უფორმო და მოსაწყენი "ტომრების" ტარება უწევდა ათასობით საბჭოთა ქალს.





4. ქვედა საცვალი


image


სსრკ-ში მსუბუქი მრეწველობა მშვენივრად მუშაობდა და ქალებს არაკომფორტული ბიუსტჰალტერებითა და საშინელი პანტალონებით "ახარებდა". აი, რას ატარებდა მოსახლეობის უმრავლესობა.





5. შარვალი

image

დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა ქალები შარვლებს არ ატარებდნენ. ის ქალების გარდერობში მხოლოდ 70-იან წლებში გაჩნდა, მანამდე კი ისინი აი, ასეთი შიგნიდან დათბილული "რეიტუზებით" დადიოდნენ.








0
251
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
251