x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს
ყველამ ვიცით, რომ ჩვენი ჰორმონები მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.


ჰორმონები აკონტროლებენ სხეულის სხვადასხვა ფუნქციებს, როგორიცაა მაგ: არტერიული წნევა და გულისცემა, თმის ზრდა, ლიბიდო და ძილი. ხშირად კი, ჰორმონალური დისფუნქცია იწვევს დაღლილობას, წონის მატებას ან კლებას, თავის ტკივილს, განწყობის ცვალებადობას, აკნეს, უძილობას ან საჭმლის მომნელებელ პრობლემებს.



image


მაგრამ ეს პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ფაქტმა, თუ რას ვჭამთ. ამიტომ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 საკვებს, რომელიც ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს თქვენს ჰორმონებზე.


6 პროდუქტი, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანსს იწვევ



1. ყავა.
ყავაში შემავალი კოფეინი იწვევს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამომუშავებას. თუ ადამიანს კორტიზოლის გამომუშავების დისბალანსი აქვს, ექმნება ძილის პრობლემები, სისხლში შაქრის დონე იმატებს და მეტაბოლიზმის შენელება ხდება.



2. შაქარი.
ჰორმონი ინსულინი ეხმარება გლუკოზის გადატანას უჯრედებში. თუ ძალიან ბევრ შაქარს ვჭამთ, უჯრედები ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდება და სისხლში ჭარბი გლუკოზა ჩნდება. ეს იწვევს წონის მატებას და დიაბეტის განვითარების რისკს.



3. ნახშირწყლები.
როდესაც ჩვენ ვჭამთ მარცვლეულს ან მაკარონს, ის იშლება გლუკოზაში და შეიძლება ჰქონდეს იგივე გავლენა ჩვენს ჰორმონებზე, როგორც ჩვეულებრივ შაქრიან საკვებს.



4. ხორცი.
გადამუშავებულ ხორცპროდუქტებში ჩვეულებრივ გვხვდება 7 ჰორმონი - ტესტოსტერონის პროპიონატი, ტრენბოლონის აცეტატი, ესტრადიოლი, ზერანოლი, პროგესტერონი, მელენგესტროლის აცეტატი და მსხვილფეხა რქოსანი სომატოტროპინი. უმჯობესია აირჩიოთ დაუმუშავებელი ხორცი, რადგან ორგანიზმზე ნაკლები მავნე ზემოქმედება ექნება.



5. სოიო.
სოიო არის ფიტოესტროგენების უდიდესი წყარო, ნაერთები, რომლებიც მოქმედებს ქალის ჰორმონის ესტროგენის მსგავსად. ფიტოესტროგენებს შეუძლიათ პოტენციურად გაზარდონ ესტროგენის დონე და შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ნაყოფიერებაზე.



6. ალკოჰოლი.
ალკოჰოლი არა მხოლოდ გავლენას ახდენს ჩვენი ორგანიზმის ინსულინის გამომუშავებაზე, არამედ შეიძლება გავლენა იქონიოს ჩვენს სასქესო ჰორმონებზეც, რაც პოტენციურად ამცირებს ტესტოსტერონის დონეს მამაკაცებში და არღვევს მენსტრუალურ ციკლს ქალებში.



0
94
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0