x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"რა ვიცი,ნუთუ ტრ***სა და ყ...ის გარეშე ფილმის გადაღება აღარ შეიძლება?!"-გელა ზედელაშვილი
image

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ქართული კინომატოგრაფიის ისტორიაში პირველ სპორტულ სერიალს "ბოლო სეზონს" სოციალურ ქსელში ეხმაურება, სერიალი მოგვითხრობს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე კლუბ „მიმინო 1919-ზე“, რომელიც ჩემპიონატში ბოლო სეზონს ატარებს.


"ამ სერიალს ვუყურებ, კვირაში ერთ სერიას უშვებენ. როგორც ჩანს, თან იღებენ, თან გვაჩვენებენ.


*


მხოლოდ ორი რამის გამო ვუყურებ, ჯერ ერთი, თემაა კარგი და მეორეც - მაგარი მსახიობები თამაშობენ, აქ მთელი პლეადაა წარმოდგენილი.

თუმცა!

ყოველ სერიაში ტრ**ი, ყ...ე და მსგავსი რაღაცები რომ არ ახსენონ, არ შეუძლიათ: რა ჩემ ყ**თ მინდა? დაყ**ვდა? ამ ჩემ ყ**ს და ასე შემდეგ!

არადა, თემაა ისეთი, დარწმუნებული ვარ, ბევრი მოზარდი უყურებს.


*

ერთ ხანობას ისიც ვიფიქრე, ეგებ ასეთი უწმაწური სიტყვები ფილმის ემოციურობისთვის არის-მეთქი საჭირო?

1990-იანი წლების შემდეგ საქართველოში არ გადაღებულა კინო, სადაც ეგეთი რაღაცები წინა პლანზე არ არის წამოწეული.

ჰოდა... კარგა ხნის ფიქრის შემდეგ დავასკვენი, რომ საჭირო კი არა, საერთოდ ზედმეტია და იმ სტაჟიანი მსახიობების პრესტიჟსაც ანადგურებს, რომლებიც ამ ფილმს წონას მატებენ.


ისე, ერთ რამესაც მივხვდი... პირველი სერია რომ ვნახე, დიალოგები ძალიან ღარიბი მომეჩვენა, მომდევნო სერიებს ცოტა არა უშავდა, მაგრამ სიღარიბე მაინც შეინიშნებოდა, აწი რა იქნება, ვერ გეტყვით... იმას მივხვდი, რომ სცენარისტი ცდილობს, ღარიბი დიალოგები უწმაწური სიტყვებით “გაამდიდროს'' და მაყურებელს ყური ასე მოსტაცოს.



*

ერთი რამ საგანგებოდ უნდა აღვნიშნო: ჩვენი ვარსკვლავი მსახიობები (დავით დვალიშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ზაზა კოლელიშვილი) ბინძური ენით არ ლაპარაკობენ, ასეთ რამეზე უფრო ახალგაზრდები მიდიან.


რა ვიცი, აბა?

ნუთუ ტრ**ისა და ყ...ის გარეშე ფილმის გადაღება აღარ შეიძლება?!


როგორც ჩანს საზოგადოების დიდი ნაწილიც ამავე აზრისაა, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:


"ამ საუკუნეში ქართულ სერიალებში ბილწსიტყვაობა გახშირდა, არც ერთ სერიალს ვერ ვუყურებ, მოზარდი თაობა ადვილად ითვისებს ნეგატივს და ამაზე არავინ ფიქრობს"


"ასეთი უწმაწური გამონათქვამები, სამწუხაროდ, თანამედროვე ქართულ კინოში ერთგვარ “სიახლედ” და “ თავისუფლებადაა” მიჩნეული!."



"რა ენა წახდეს ერიც დაეცეს ილიამ იცოდა რასაც ამბობდა "შაშვი შაშვი მაყვალიც" რომ წავიკითხე, ცოტა არ იყოს, ცოტა კი არა კარგად შემრცხვა იქაც იმდენი უწმაწური სიტყვებია. არა და სიუჟეტი არ იყო ცუდი. შეეძლო ბილწი სიტყვების გარეშეც გადმოეცა ავტორს მაგრამ სამწუხაროდ ცუდი სიტყვები და ლგბტ თემა დღეს ტრენდულად ითვლება"


"მაპატიეთ, მაგრამ მეზიზღება ახლად გადაღებული ქართული ფილმებიც და მსახიობებიც, არც მათი გვარი - სახელები ვიცი და საერთოდ არც მაინტერესებს, ეგ უვარგისები"



"ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვით გელა მაგიტომ დავანებე თავი “ ჩემი ცოლის დაქალები"-ს ყურებას"-წერენ კომენტარებში.



image

შოუბიზნესის სხვა სიახლეები ნახეთ <<ამ ბმულზე >>

0
107
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0