x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508612
"ათას ქალწულთან დაწოლაზე ოცებობდა" - დააკავეს იოგას გურუ, რომელიც ქალებს პორნოში გადაღებას აიძულებდა
image

ევროპაში ტანტრა იოგას სკოლების ყველაზე დიდი ქსელის ორგანიზატორი, გრეგორიან ბივოლარუ საფრანგეთში დააკავეს. მის კურსებზე მისულ ქალებს აიძულებდნენ მასთან სექსი ჰქონოდა, დაელიათ მისი შარდი და პორნოფილმებში ეთამაშათ.


ნოემბრის ბოლოს საფრანგეთში პოლიციამ დაარბია ადგილობრივი ტანტრა იოგას სკოლები, ეგრეთ წოდებული "მოძრაობა სულიერი ინტეგრაციისთვის აბსოლუტთან ერთად" (MISA-Movement for Spiritual Integration into the Absolute). გამოძიების მიზეზი გახდა მოძრაობის მიმდევრების პრეტენზია.


175-მა სამართალდამცავმა პარიზში და სხვა სამ ქალაქში გაჩხრიკა MISA-ს აშრამები და გაათავისუფლა 26 ქალი. ჯამში 40-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის MISA-ს დამფუძნებელი, 71 წლის გრეგორიან ბივოლარუ.



მას ბრალად ედება ადამიანებით ვაჭრობა, გატაცება, სექსუალური ძალადობა და მიმდევრების შეურაცხყოფა. სასამართლოში მან დანაშაული არ აღიარა და განაცხადა, რომ პოლიტიკური შეთქმულების მსხვერპლი არის.



ბივოლარუს თავის დროზე არ დაუმალავს, რომ ათას ქალწულთან სექსზე ოცნებობდა – ეს, მისი აზრით, ყველაზე საიმედო გზაა განმანათლებლობისაკენ.


ცოტა რამ გრეგორიან ბივოლარუზე


ბივოლარუ რუმინეთში დაიბადა და იოგათი 17 წლის ასაკში დაინტერესდა. 1970-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ მისი პირველი მიმდევრები და მალევე დაიწყო მისი პირველი პრობლემები კანონთან. ბივოლარუ არაერთხელ დააკავეს პორნოგრაფიის გავრცელებისთვის და საბოლოოდ გაგზავნეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

image

ჩაუშესკუს რეჟიმის დაცემის შემდეგ, მომავალი გურუ გაათავისუფლეს. 1990 წელს მან დააარსა MISA. ორგანიზაცია გაიზარდა და დროთა განმავლობაში შეიძინა წარმომადგენლობითი ოფისები სხვა ქვეყნებში. მის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ MISA-ს ცენტრებში 35 ათასი ადამიანი სწავლობს.




2000-იანი წლების დასაწყისში რუმინელი სამართალდამცავები კვლავ დაინტერესდნენ ბივოლარუით: გურუ და მისი მიმდევრები კვლავ პორნოგრაფიის გავრცელებაში იყვნენ ეჭვმიტანილი. მეტიც, ბრალდებას პორნოში ბავშვების გამოყენებაც დაემატა.

image

ბივოლარუმ დაპატიმრებას აღარ დაელოდა და 2004 ქვეყნიდან გაიქცა. ერთი წლის შემდეგ მან მოახერხა შვედეთში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება. 2013 წელს რუმინეთის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანებთან სექსის გამო და დაუსწრებლად მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2016 წელს ბივოლარუ დააკავეს საფრანგეთში და ექსტრადირებული იქნა რუმინეთში.

image

გურუმ მხოლოდ წელიწადი და სამი თვე გაატარა გისოსებს მიღმა. პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ მან მაშინვე გადაკვეთა საზღვარი და იოგას სწავლებას დაუბრუნდა.


COVID-19-ით გამოწვეული შუა პანდემიის დროს, ბივოლარუმ მოუწოდა თავის მიმდევრებს უარი ეთქვათ ვაქცინაციაზე და ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე.

image

გურუს მიმდევრები თითქმის მთელს მსოფლიოში ჰყავდა, მათ შორის მეზობელ რუსეთშიც.კერძოდ სანკტ-პეტერბურგში და მოსკოვში.


image

სხვა კრიმინალური ამბები იხილეთ <<ამ ბმულზე>>

0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0