x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ყოფილმა ქმარმა ცოლს და მის ქალიშვილს თურქეთში მიაგნო და სასტიკად დახოცა
image


28 ნოემბერს თურქეთის ქალაქ ბოდრუმის მიდამოებში, მუგლას პროვინციაში, კლდის ციცაბო ფერდობზე ორი რუსი ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედრები, რომლებიც ერთმანეთისგან სამ მეტრში იწვნენ, ზეწრებში გახვეული და თოკებით შეკრული იყვნენ. ერთ-ერთი ცხედარი 42 წლის რუსი ქალის, ირინა დვიზოვასი, მეორე კი მისი თინეიჯერი ქალიშვილის დაიანასი აღმოჩნდა.


ცნობილია, რომ თურქეთის პოლიცია მიზანმიმართულად ეძებდა გვამებს, რადგან ბოდრუმის პოლიციაში შევიდა განცხადება ირინას ნათესავებისგან, რომლებიც 23 ნოემბრიდან ვერ დაუკავშირდნენ მას. მის ვილაში, რომელიც მდებარეობს ბოდრუმში, პრესტიჟულ კონაჩიკის რაიონში, შიგნით შესვლისას ნათესავებმა დივანზე სისხლის ლაქები და ტყვიის კვალი აღმოაჩინეს და მაშინვე მიხვდნენ, რომ რაღაც რიგზე არ იყო, ამის შემდეგ ისინი დაუკავშირდნენ ბოდრუმის პოლიციის დეპარტამენტს.


სათვალთვალო კამერით მოხერხდა იმის დადგენა, რომ დვიზოვების სახლიდან მხოლოდ ერთი მანქანა გავიდა. მის კვალში ჩადგომის შემდეგ პოლიციამ საშინელი აღმოჩენა გააკეთა. გზაზე ტავშანბურნუს ყურისკენ, იკმელერის რეგიონში. დაღუპულები კლდიდან გადააგდეს, იქვე საბურავების კვალი ჩანდა. ნათესავების წყალობით ცნობილი გახდა, რომ ირინა დვიზოვას მცირეწლოვანი ვაჟი გაუჩინარდა, ბიჭი მხოლოდ ხუთი წლის იყო.სწორედ ამიტომ, რომ ირინას მეორე ქმარი, ლიეტუვის მოქალაქე ანდრეი კუსლევიჩი, რომელთანაც ქალი ცოტა ხნის წინ განქორწინდა, მაშინვე გახდა მთავარი ეჭვმიტანილი. ჩათვალეს, რომ მან უკვე მოახერხა შვილთან ერთად ლეიტუვაში გამგზავრება.



ახლა დაღუპულთა ცხედრებს მუღლას პროვინციის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტის მორგში იკვლევენ. ისინი იქ ბოდრუმის მორგიდან პროკურორის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შემდეგ გადაიყვანეს. წინასწარი მონაცემებით, როგორც SHOT წერს, ორივე რუსი ქალი ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.


ვინ არის სავარაუდო მკვლელი?



ანდრეი კუსლევიჩს საინტერესო კრიმინალური წარსული აქვს. ის არის 45 წლის, ვილნიუსიდან. მან გაიარა სამხედრო მომზადება საფრანგეთის საგარეო ლეგიონში და მონაწილეობა მიიღო საომარ მოქმედებებში. ადამიანების მკვლელობა მისი სპეციალობაა. ფიზიკური მახასიათებლები შესაფერისია: მამაკაცის სიმაღლე 195 სანტიმეტრია

image

2016 წელს კუსლევიჩმა შესაძლოა გაძარცვა თავისი დამსაქმებელი მონაკოში, უკრაინელი ბანკირი სერგეი დიადეჩკო, სადაც ის მუშაობდა დაცვაში და დაცვის უფროსად, . 12-13 აგვისტოს ღამეს მან ბანკირის ოფისიდან უპრობლემოდ გამოიტანა სეიფი, რომელშიც 2 მილიონი ევროს ღირებულების სამკაულები იყო. ის თანამზრახველებთან ერთად მოქმედებდა - სეიფის საერთო წონა 250 კილოგრამი იყო. კრიმინალები ბანკირის სახლში ავტოსადგომიდან შევიდნენ. დიადეჩკომ ქურდობის შესახებ მხოლოდ 13 დღის შემდეგ, 26 აგვისტოს შეიტყო.


2017 წელს კუსლევიჩი დააკავეს შერემეტიევოს აეროპორტში. ბაბუშკინსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეჭვმიტანილი მონაკოში უნდა გაეგზავნა და იქ გაესამართლებინა, მაგრამ კუსლევიჩმა გაქცევა მოახერხა.


ფულისა და საბუთების უქონლობის მიუხედავად, მან მოახერხა რუსეთის საზღვრის გადაკვეთა და ლიეტუვაში დაბრუნება. საინტერესოა, რომ იმავე წელს იგი დაქორწინდა ირინა დვიზოვაზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალმა უკვე გააჩინა მისგან ვაჟი.



ვინ იყო ირინა დროზდოვა?



ირინა 42 წლის იყო, კუსლევიჩი მისი მეორე ქმარი იყო. მანამდე ის ხვდებოდა ნორილსკელ დეპუტატს და ბიზნესმენ ოთარ უზარაშვილს, რომელთანაც შეეძინა ვაჟი დავითი და ქალიშვილი დაიანა. უზარაშვილი 2011 წელს გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო.

image

ცნობილია, რომ ირინა იყო მოდელი, ინვესტიციას ახორციელებდა ბიზნესში და უძრავ ქონებაში, მუშაობდა რეალტორად და იყო ნორილსკში ჯანმრთელობის კომპლექსის დამფუძნებელი.


ბოდრუმში, დვიზოვა, როგორც რეალტორი, უძრავი ქონების მართვით იყო დაკავებული: მიგი კლიენტებს სთავაზობდა ვილებს ბოდრუმის მახლობლად მდებარე იალიკავაკში შემდგომი გასაქირავებლად, ასევე პოზირებდა, როგორც მოდელი ზოგიერთი ადგილობრივი ბრენდისთვის და თავად ცხოვრობდა ვილაში პრესტიჟულ უბანში.

image

ჟურნალისტები აცხადებენ, რომ თურქეთში წასვლის ნამდვილი მიზეზი ყოფილი ქმრისთვის დამალვის მცდელობაა იყო თუმცა ისმება ლოგიკური კითხვა:მისთის უფრო ხელსაყრელი იყო რუსეთში გადასვლა იყო, სადაც კუსლევიჩს ამ ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.

0
676
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0