x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რა დაინახეთ პირველად? - ფაქტი გარკვეულ მნიშვნელობას ატარებს
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი, როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.




ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს.



image


მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.






ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.




ზოგჯერ ჩვენმა არაცნობიერმა არჩევანმა შეიძლება ბევრი რამ გამოავლინოს ჩვენზე. მაგალითად, როდესაც ადამიანს ეძლევა არჩევანი ერთი შეხედვით მსგავს ობიექტებს შორის, მისი არჩევანი მის შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს. ყოველივე ამის შემდეგ, მცირე განსხვავებების მიუხედავად, რატომღაც მან აირჩია ზუსტად ის, რაც აირჩია.



image




მოდით, ვნახოთ თუ ამ მოცემული ფოტოებიდან რომელს აირჩევთ. შესაბამისად კი არჩეული ფოტოს ახსნა წაიკითხეთ.



რა დაინახეთ პირველად? - ფაქტი გარკვეულ მნიშვნელობას ატარებს




1. ტუჩები. image

არ გიყვართ ცვლილებები. თქვენ ასევე გძულთ ჭორები და უპირატესობას ანიჭებთ მშვიდ ცხოვრებას. თუმცა გახსნილი და თბილი ადამიანი ხართ. შეიძლება ზოგჯერ გულუბრყვილო იყოთ, მაგრამ თვითკმარი ხართ და შეგიძლიათ რთული სიტუაციების მარტივად და ლოგიკურად გადაჭრა.




2. ხეები. image

თქვენ ექსტრავერტი ხართ. გულით მგრძნობიარე ხართ და ამიტომ გულწრფელად ზრუნავთ სხვების კეთილდღეობაზე და ბედნიერებაზე. თუმცა, თქვენ სრულად იხსნებით მხოლოდ თქვენთვის გამორჩეული ადამიანებისთვის. ყოველთვის იღებთ იმას, რაც გსურთ.




3. ფესვები. image

მოკრძალებული ადამიანი ხართ და ყოველთვის მუშაობთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. ხალხი არ აფასებს თქვენს პოტენციალს და ეს ძირითადად თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. თქვენ ასევე გაქვთ ძლიერი მორალური კომპასი და ზუსტად იცით, როგორ იცხოვროთ საუკეთესო ცხოვრებით. ხის ფესვები შეიძლება სიმბოლო იყოს სიჯიუტის, საიმედოობის და უმოძრაობის.



0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0