x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მექსიკური მაფიის 18 პრინციპი

image

მექსიკური მაფიის 18 პრინციპი:
1️⃣ ოჯახის (ორგანიზაციის) წევრი არ უნდა იყოს ინფორმატორი (ენა_კაცი);
2️⃣ წევრი არ უნდა იყოს მშიშარა;
3️⃣ წევრს არ აქვს უფლება ხელი აწიოს სხვა წევრზე უმაღლესი რანგისა ან ლიდერების თანხმობის გარეშე;
4️⃣ წევრმა არ უნდა გამოიჩინოს უპატივცემულობა რომელიმე წევრის ოჯახის მიმართ, მათ შორის დაუშვებელია სექსი სხვა წევრის ცოლთან ან შეყვარებულთან;
5️⃣ წევრმა არ უნდა მოპაროს რაიმე ნივთი სხვა წევრს;
6️⃣ წევრი არ შეიძლება იყოს ჰომოსექსუალი, სექსუალური დამნაშავე, ბავშვის მკვლელი, ბავშვის მოძალადე ან პედოფილი;
7️⃣ წევრმა არ უნდა აწარმოოს პოლიტიკა სხვა წევრის წინააღმდეგ ან გამოიწვიოს უთანხმოება ორგანიზაციაში;
8️⃣ წევრობა უვადოა, ერთადერთი გამოსავალი სიკვდილია;
9️⃣ ორგანიზაციის შიგნით შურისძიების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოებს თუ წევრი კვეთს La eMe (მექსიკური მაფიის აბრევიატურა) წესდებას, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე;
???? ვენდეტა უნდა განხორციელდეს, თუნდაც ამას თვეები, წლები ან ათწლეულები დასჭირდეს;
1️⃣1️⃣ თუ La eMe-ს წევრს ზიანი მიაყენა ან მოკლავს ვინმეს, როგორიცაა პოლიცია ან სხვა კრიმინალური ბანდა, შურისძიება უნდა იყოს მყისიერი და უნდა იყოს სწრაფი, სასტიკი და მომაკვდინებელი;
1️⃣2️⃣ სავალდებულოა თავდასხმა ან მოკვლა ყველა ორგანიზაციის მიღმა გასულის და მოღალატის;
1️⃣3️⃣ La eMe უპირველესია - საკუთარი ოჯახის, რელიგიისა და ღმერთის წინაშეც კი;
1️⃣4️⃣ წევრი არ უნდა ჩაერიოს სხვა წევრის ბიზნეს საქმიანობაში;
1️⃣5️⃣ მოქმედებისას წევრმა არასოდეს უნდა დააზიანოს ბავშვები;
1️⃣6️⃣ წევრი ყოველთვის სოლიდარული და კეთილგანწყობილია სხვა წევრის ოჯახის მიმართ;
1️⃣7️⃣ ოჯახის წევრს ორმაგი ვალდებულება აკისრია სხვა წევრის დაცვასა და უსაფრთხოებაზე;
1️⃣8️⃣ წევრები ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობლები და ძმები არიან.
1
339
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
339
  
2023, 19 დეკემბერი, 22:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1