x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
19 წლის აიზა გაზუევა, რომელმაც ქმრის მკვლელობის გამო შური იძია
image


2003 წლის 23 ოქტომბერს ჟურნალი "კომსომოლსკაია პრავდა" შემდეგი სათაურით გამოვიდა "იგი სიკვდილზე წავიდა და ჩამორეცხა ქმრის სისხლი". გაზეთი ასეთ ისტორიას მოგვითხრობდა:


"2001 წლის 29 ნოემბერს აიზას სხეული ჰაერში გაიფანტა მშობლიურ ურუს-მარტანში, მშობლიური სახლიდან 100 მეტრის მოშორებით".


- მე მშენებლობაზე ცვლა მომირჩა და სახლში დავბრუნდი. შესული არ ვიყავი, რომ კარზე დააკაკუნეს. "შენმა შვილმა კომენდატურასთან თავი აიფეთქა". მე ვერაფერი გავიგე "რას ბოდავთ?" -ვპასუხობ. ისინი კი მპასუხობენ "ცხედარი უნდა ამოიცნოთ, წამოდით.."



ვახა გაზუევს ცეცხლის ალი ედება. ცოლმა გონება დაკარგა. მე აიზას ნაწილები შევაგროვე, რაც მისგან დარჩა და დედასთან ერთად სახლში წავედით.


29 ნოემბერს აიზა ასაფეთქებლით სამხედრო კომენდატურაში მივიდა. იქ დაღესტნელ კომენდანტს გეიდარ გაჯიევს ელოდებოდა. როგორც კი იგი გამოჩნდა აიზა მისკენ გაემართა. გაჯიევს დაცვა ახლდა, ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა ქალის არ უნდა შეშინებოდა - კომენდატურის ფანჯარასთან ისინი დღეები იდგნენ და წაყვანილი ქმრების, შვილების დაბრუნებას ითხოვდნენ.


- ერთი წუთით - იყვირა აიზამ და დაცვა გარღვევას ცდილობდა. ძლიერი აფეთქება, ირგვლივ ნისლი, ყვირილი, სისხლი. მძიმედ დაჭრილი გაჯიევი როსტოვის საავადმყოფოში რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა.


ახალგაზრდა ჩეჩენმა თან წაიყოლა დაუძინებელი მტერი, ვის გამოც იგი უკანასკნელი ოთხი თვე ცხოვრობდა.


მაგრამ, რა დაუშავა გაჯიევმა ამ ლამაზ გოგონას, რომ მისი სიკვდილისთვის საკუთარი სიცოცხლეს არ დაიშურა?


2 წლის განმავლობაში ურუს-მარტანის სამხედრო კომენდანტი სრულ ტერორში ამყოფებდა ადგილობრივ მოსახლეობას. მის მხეცობებზე ლეგენდები დადიოდა. ღამით მშვიდად ძილის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ყოველ წამს შეიძლებოდა სახლში შევარდნილიყვნენ და ახსნა-განმარტების გარეშე წაეყვანათ. ასობით ახალგაზრდა მამაკაცი დახვრიტეს ან დაასახიჩრეს გეიდარის ბრძანებით. ქალებსაც კი არ ინდობდა, საპყრობილეებში სვამდა და თავად უსწორდებოდა მათ ფიზიკურად. საშველი კი არსაიდან ჩანდა. რუსული მმართველობა მის სისასტიკეს ახალისებდა და აჯილდოვებდა გამოჩენილი "სიმამაცისთვის".


აიზა 19 წლის იყო, როდესაც ჯერ მამამთილი მოუკლეს, ხოლო შემდგომ ურუს-მარტანის სამხედრო კომენდანტმა მორიგი "წმენდის" დროს ვაჰაბიტობაში ბრალდებით აიზას ქმარი წაიყვანა. თავად სამხედროებიც აღიარებდნენ, რომ შეცდომით წაიყვანეს. ვაჰაბიტებთან ალიხანს არანაირი შეხება არ ჰქონია.


შეცდომა ვის არ მოსდის? გაერკვნენ და გაუშვეს. თუმცა, ამჯერად სხვანაირად მოხდა. გაჯიევი თავისი სისასტიკით განთქმული იყო. განურჩევლად ყველას უსწორდებოდა. როდესაც გაიგო, რომ ბიჭი ის არ იყო ვისაც ისინი ეძებდნენ, მაინც არ გაუშვა. ციხეში ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. ისე დაასახიჩრეს და აწამეს, რომ სიცოცხლის ნიშან-წყალი არ დატოვეს. მაგრამ, ბიჭი მაინც იბრძოდა გადარჩენისთვის.


რაც შემდგომა მოხდა რესპუბლიკის შსს-ს წარმომადგენლემა "საიდუმლოდ" მითხრა. გაჯიევმა ბრძანა, რომ კომენდატურაში გამოეძახათ ახალგაზრდა ცოლი. აიზა წამოიყვანეს. დასახიჩრებული ქმარი, რომ დაინახა ცრემლების წასკდა და ემუდარებოდა, რომ გაეშვათ. გაჯიევი აიზასგან მოითხოვდა აღიარებინა, რომ მისი ქმარი ვაჰაბიტი იყო. აიზამ ამაზე უარი განაცხადა. მაშინ გაცოფებულმა გაჯიევმა დანა იმარჯვა და მუცელი გაუფატრა აიზას ქმარს. შემდგომ თმებში სწვდა და აიძულა ქმრის სიკვდილისთვის ეყურებინა. იგი მის თვალწინ დაიღუპა. 19 წლის ცოლმა, რომელიც მის სისხლში იძირებოდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოახერხა.


რამდენიმე თვე აიზა ცდილობდა, რომ ნანახი როგორმე გადაეტანა, თუმცა ამ უსამართლობას ვერ გაუძლო და თავად აღასრულა სამართალი. შური იძია ყველა გაჯიევის რეპრესიული პოლიტიკის მსხვერპლთა გამო.


2
1836
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
1836
  
2020, 7 მარტი, 21:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 23 დეკემბერი, 3:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2