x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კვლევა: გაირკვა, რომელი ჯიშის ძაღლია ყველაზე პოპულარული სხვადასხვა ქვეყანაში
აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული მახასიათებლები არა მხოლოდ ტრადიციებში, ღირებულებებსა და გემოვნების პრეფერენციებში მდგომარეობს. როგორც გაირკვა, თითოეული კულტურა ასევე განისაზღვრება ცხოველთა კონკრეტული ჯიშის სიყვარულით. ამ შემთხვევაში ძაღლებზე ვსაუბრობთ. გასაოცრად ჟღერს? სინამდვილეში, კიდევ უფრო უცნაურად და სახალისოდ გამოიყურება.



image



საიტის HouseholdQuotes სპეციალისტებმა გადაწყვიტეს კვლევის ჩატარება, რომლის დახმარებით დაადგინეს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლების ყველაზე საყვარელი ძაღლის ჯიშები. კვლევა სამეცნიერო არაა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციის მოპოვება მაინც შეძლეს. ერთად გადავხედოთ.



image




მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული ძაღლის ჯიშების დასადგენად HouseholdQuotes–ის ავტორებმა Google–ის საძიებო სისტემის მონაცემები გამოიყენეს. ამისთვის შეადგინეს ძაღლის ჯიშების საკმაოდ ვრცელი სია, თარგმნეს მათი სახელები (თითოეული ადგილობრივი ენის შესაბამისი უნდა ყოფილიყო) და Google–ის ყოველთვიური მონაცემები შეაგროვეს თითოეულ ჯიშზე თითოეულ ქვეყანაში. მიღებული შედეგები სპეციალურ რუკაზე დააფიქსირეს. ნამუშევარი საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა.




ბორდერ-კოლი – ჩეხეთი

image

ბორდერ–კოლი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლი ევროპაში. 7 ევროპულ ქვეყანაში საუკეთესო ძაღლია. ასევე ბორდერ–კოლი წამყვან პოზიციას იკავებს ავსტრალიაში.



როტვეილერი – სომხეთი

image

როტვეილერი ნომერ პირველი ძაღლია 34 ქვეყანაში. მისი მონაწილეობით ყველაზე მეტი გამოფენა იმართება.



დობერმანი – აზერბაიჯანი

image

დობერმანი ასევე უყვართ ბელარუსიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ლიეტუვასა და თურქეთში.



ლაბრადუდლი – ნიდერლანდები

image

ეს არის პოპულარული შერეული ჯიში, რომელიც შეიქმნა ლაბრადორ რეტრივერისა და სტანდარტული პუდელის შეჯვარებით.



მალტეზე – პოლონეთი

image



შიბა ინუ – ესტონეთი

image

ეს ჯიში ყველაზე წარმატებულია ჰონგ–კონგში, იაპონიაში, კორეასა და სინგაპურში.



გრძელბალნიანი კოლი – ბულგარეთი

image



ბულტერიერი – არგენტინა

image



კოკაპუ – დიდი ბრიტანეთი

image

დიდი ბრიტანეთი ცნობილია, როგორ ძაღლების მოყვარული ერი. მათი ფავორიტია კოკაპუ. ასევე ეძახიან „კოკერ პუდელს“, „კოკერპუს“. ეს არის მინიატურული პუდელის კოკერ სპაინელის ნაჯვარი. მეძაღლეობის ამერიკული კლუბის მიერ აღიარებული არაა. ამის მიუხედავად, კარგად ცნობილი დიზაინერული ჯიშია, რომელიც ჯერ კიდევ 1960–იან წლებში გამოიყვანეს.



ჩიხუახუა – მექსიკა

image



პუდელი – ვიეტნამი

image



ოქროსფერი რეტრივერი – კანადა

image

ამ ჯიშმა არა მხოლოდ კანადა დაიპყრო. ასევე რეტრივერი ყველაზე პოპულარული ჯიშია 22 ქვეყანაში, მხოლოდ როტვეილერსა და გერმანულ ნაგაზს ჩამორჩება.



ში ცუ – ფილიპინები

image



ბიგლი – პორტუგალია

image



ლაბრადორ რეტრივერი – ფინეთი

image



ავსტრალიური ნაგაზი - საფრანგეთი და აშშ

image

ავსტრალიური ნაგაზი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჯიშია. მასზე მოდის თვეში 913 ათასი საძიებო მოთხოვნა 4 ქვეყანაში, სადაც პირველ ადგილზეა.



ჩაუ-ჩაუ – ბელიზი (ცენტრალური ამერიკა)

image



მოპსი - კოსტა–რიკა

image

ამ პატარაზე ჩილეს მაცხოვრებლებიც გიჟდებიან.



კანე კორსო - საქართველო

image

უძველესი იტალიური ჯიშის ძაღლი. ევროპაში ყველაზე პოპულარულ ჯიშად ითვლება. ევროპის 7 ქვეყანაში წამყვანი პოზიცია უკავია.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ოთხფეხა მეგობრები, რომლებიც პურს ტყუილად არ ჭამენ - საქმე ძაღლებისთვის

2. ქურდი სახლში შეიჭრა და ტაქსა ტვიგლეტი მოიპარა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა

3. 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები

4. ეს პუმა ზოოპარკიდან გადაარჩინეს და ახლა დიდი შინაურული კატაა

5. როგორ მეგობრობდნენ ცხოველები ადამიანებთან მე–19 საუკუნეში

6. რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როცა სახლში არ ხართ

7. ჩვენს შინაურ ცხოველებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ურთიერთობას ჩვენსავით გაარჩევდნენ

8. 20 შემთხვევა, როცა ცხოველებმა კადრი თავისი ყოფნით გაალამაზეს (+ ბონუსი)

9. ცხენების 20 თვალწარმტაცი სურათი ისლანდიის პეიზაჟებში, რომლებიც სუნთქვას შეგიკრავთ

10. მაკროფოტოებში აღბეჭდილი უხილავი ცოცხალი სამყარო Nikon Small World-ის მონაწილეებისგან

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
522
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
522