x
image
Yoona
ქურდი სახლში შეიჭრა და ტაქსა ტვიგლეტი მოიპარა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა
როცა საყვარელი ცხოველი განსაცდელშია, პატრონისთვის ეს ნამდვილი გამოცდაა. კარგია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან რთულ წუთებში დაგეხმარონ. სწორედ მათ მოჰკიდეს საქმეს ხელი, როცა ჯეიმი და ჯო ვინდისოვებმა საყვარელი ტაქსა სახელად ტვიგლეტი დაკარგეს. და ყველაფერი გამოვიდა! წაიკითხეთ, როგორ იყო საქმე.


image

თავდამსხმელი სახლში შეიჭრა, როცა იქ არავინ იყო. სიგნალიზაცია ჩაირთო და ძაღლმა ქურდზე გააფთრებული ყეფა დაიწყო. ქურდმა მისი დაჭერა სცადა, ტვიგლეტი მამაცურად იბრძოდა და თავიდან გათავისუფლება მოახერხა. თუმცა ადამიანი უფრო ძლიერი იყო და მისი დაჭერა და წაყვანა შეძლო. პატრონები პოლიციას დაუკავშირდნენ და სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული გატაცების ვიდეო მიაწოდეს.


image


პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ტვიგლეტის ძებნის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. ხალხმა ეს ამბავი გულთან ახლოს მიიტან. მათ შექმნეს საზოგადოება, სადაც ძაღლის ძებნის შესახებ ახალ ამბებს აზიარებდნენ და პატრონებს თანაუგრძნობდნენ. საზოგადოებრივი რეზონანსის და აჟიოტაჟის გამო თავდამსხმელი მიხვდა, რომ ძაღლის დაკავება სარისკო იყო და გაყიდვა გადაწყვიტა.


image

ერთ–ერთმა, ვისაც ტაქსას ყიდვა შესთავაზა, თავი მოაჩვენა, თითქოს ვერ მიხვდა, რომელ ძაღლზე იყო საუბარი. ფული გადაიხადა, შემდეგ ამის შესახებ ძაღლის პატრონებს და პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ გამტაცებელი მისამართზე დააკავა. ძაღლი გადარჩა!


image

მას შემდეგ, რაც ყველაფერი კარგად დასრულდა, ჯეიმიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ტვიგლეტი სახლშია და თავს უკეთ გრძნობს, თუმცა განვლილს ჯერ კიდევ განიცდის. მადლობა გადაუხადა გულისხმიერ ადამიანებს, რომელთა დამსახურებით ტვიგლეტი სახლში დაბრუნდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 14 კომიქსი, რომლებიც გიამბობთ, თუ რატომ ცხოვრობენ ძაღლის მფლობელები ყველაზე დიდხანს და რატომ არიან ყველაზე ბედნიერი ადამიანები

2. რას აკეთებენ შინაური ცხოველები, როცა სახლში არ ხართ

3. ვინ თქვა რომ იოგა მხოლოდ ადამიანებისთვისაა?

4. 30 მტკიცებულება, რომ ყორანი მსოფლიოში ყველაზე თავხედი ფრინველია

5. ეს პუმა ზოოპარკიდან გადაარჩინეს და ახლა დიდი შინაურული კატაა

6. ჩვენს შინაურ ცხოველებს ლაპარაკი რომ შეეძლოთ, ურთიერთობას ჩვენსავით გაარჩევდნენ

7. მყვინთავმა იმის გადაღება შეძლო, თუ როგორ იცვლის რვაფეხა ფერს (ვიდეო)

8. ისინი მის გარეშე მოკვდებიან: მამაკაცი ყოველდღე მწყურვალე ველურ ცხოველებს წყალს უზიდავს

9. 25 სურათი იმის შესახებ, რომ დედა აფრიკაშიც დედაა

10. 15 იმდენად იშვიათი ცხოველი, რომ მათი არსებობის დაჯერებაც კი გაგიჭირდებათ


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი



0
189
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
189