x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
11 რამ, რაც დაგეხმარებათ დაიცვათ სახლი მძარცველებისგან



როგორ დავიცვათ სახლი ქურდებისა და მძარცველებისგან, თუკი არ შეგვიძლია ძვირადღირებული უსაფრთხოების განგაშის სისტემების შეძენა. ე





11. დამალეთ ძვირფასი ნივთები, სანამ უცხო პირები თქვენს სახლში არიან


image


სანამ სანტექნიკოსი რაღაცას ასწორებს თქვენი ნიჟარის ქვეშ, მათ აქვთ საკმარისი დრო დაათვალიერონ გარშემო. ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ ცუდი ადამიანები, რომლებიც ინფორმაციას გადასცემენ თავიანთ თანამზრახველებს. მათ ასევე შეუძლიათ მოიპარონ თქვენი ჩანთა, ან მაგიდაზე დადებული საყურეები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სანტექნიკოსი და სხვა მუშა არის ქურდი, მაგრამ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ. უმჯობესია გაეცნოთ კომპანიის მიმოხილვებს ელექტრიკოსთან, ან სანტექნიკოსთან დარეკვამდე.





10. ქურდს არ მისცეთ საშუალება გაიგოს თქვენი სატელეფონო ზარი


image



ზოგიერთი ქურდი ტელეფონის ხრიკს იყენებს და რეკავს სახლის ტელეფონზე, რათა დაადგინოს არის თუ არა სახლში ვინმე. უმჯობესია თუ ტელეფონის რეკვის ხმას შეამცირებთ, ან ვიბრაციაზე გექნებათ, ამით პოტენციურ მძარცველს გზას აუბნევთ.




9. დააინსტალირეთ საიმედო საკეტი


image


ცილინდრიანი გასაღებთან ერთად რეკომენდებულია კარს ჰქონდეს ბერკეტიანი საკეტი. ამით უფრო ამცირებთ ქურდის მიერ კარის გაღების რისკებს.





8. დაიცავით ფანჯრები


image


სახლში შეპარვის კიდევ ერთი პოპულარული გზაა ფანჯარა. ამიტომ რეკომენდირებულია გისოსების დაყენება, თუ პირველ, ან მეორე სართულზე ცხოვრობთ. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ საგანგებო სიტუაციის შემთხვევისთვის გისოსებს თან გაუკეთოთ გაღების ფუნქციაც.





7. გამოიყენეთ ქურდების შიში მათ წინააღმდეგ


image


ნიშანი "დაცული ობიექტი" ქურდებს აიძულებს ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ შეიჭრებიან სხვის სახლში.





6. ძვირფასი ნივთების ყუთები სწორად გადაყარეთ


image


თუ თქვენ გადააგდებთ ახალი ძვირადღირებული ნივთის ყუთებს, თქვენ მიიზიდავთ პოტენციურ მძარცველებს, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ახალი ნივთის მოპარვა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყუთი დააქუცმაცეთ და ისე გადააგდეთ.






5. ვითო-ვითომ


image


თუკი სახლიდან გამოსვლისას ქუჩაში საეჭვო ადამიანები შეამჩნიეთ და ფიქრობთ, რომ ისინი შეიძლება თქვენს წასვლას ელოდებოდნენ შებრუნდით უკან და ხელი დაიქნიეთ ისე თითქოს ვიღაც სახლში დარჩა და ემშვიდობებით. ეს აუცილებლად დააფიქრებს მათ განზრახვაზე.





4. შეამოწმეთ თქვენი საკეტები


image


თუ საკეტზე ნაკაწრები შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ ქურდები ცდილობდნენ მის გახსნას. ასე რომ, სანამ კარს გააღებთ და სახლში შეხვალთ, შეამოწმეთ საკეტი, რათა გქონდეთ საშუალება სასწრაფოდ რეაგირება მოახდინოთ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.





3. დატოვეთ ფარდები ნახევრად გადაწეული


image


თუ ფანჯრებზე ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში ფარდებია დაშვებული, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ სახლში არავინაა. ამიტომ როცა ტოვებთ სახლს, მთლიანად ნუ ჩამოაფარებთ ფარდებს, რათა შექმნათ ილუზია, რომ სახლში ხართ.





2. განათავსეთ ეკლიანი მცენარეები ფანჯრის, ან ღობის წინ


image


ჩვეულებრივი ღობე ბარიერად რომ გადააქციოთ, დარგეთ ვარდი ან სხვა ეკლიანი მცენარე, რომელიც ქურდების მისიას ნამდვილად რთულს გახდის.





1. არ გადასცეთ ინფორმაცია ტელეფონით


image


ფრთხილად უნდა იყოთ სატელეფონო ზარებთან, კომუნალური მომსახურების უცნაური კომპანიებისგანთან, რომლებიც გირეკავენ და გისვამენ კითხვებს სამუშაო ადგილისა და საათების, ან თქვენთან ერთად მცხოვრები ადამიანების შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც ქურდები იყენებენ ქონების ისტორიის გასარკვევად და ყველაზე შესაფერისი დროის გასარკვევად.





წყარო: brightside.me





0
314
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0