x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"მთები თავზე გვეშლება, საჭმელი გვწამლავს, წამლები არ მკურნალობს" - მოძრაობა "ხმა" შოვის უბედურებას ეხმიანება

მოძრაობა "ხმა", რომელიც სიციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე მუშაობს, განიხილავს და აკრიტიკებს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, არც ახლაა გამონაკლისი. ის შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება.


image



პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ყველგან - დასასვენებლად წასულს, შადრევანთან, ახლად აშენებულ ბინაში თუ ავტობანზე.



უბედურების მაყურებლებს გვავიწყდება, რომ ამ ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს - სწრაფად გამდიდრების სურვილი და გვერდზე მოტოვებული სამეცნიერო ცოდნა, რომელიც ამ სურვილს ეწინააღმდეგება.


ცოდნა, რომელიც სახელმწიფოს გადაუდებელ დახმარებად, ჯანდაცვის სისტემად, სასკოლო განათლებად, სასამართლო სისტემად და რეგულაციებად უნდა ექცია, რომ დაუძლურებისგან და უსუსური სიკვდილისგან დავეხსენით.


დღეს რა არის სახელმწიფო?


იგი იქცა დერეგულაციად - ხალხის ინტერესი ოლიგარქების ინტერესს დაექვემდებარა, სწრაფად გამდიდრების სურვილის სამსახურში ჩადგა.


მინისტრები მოითხოვენ მოსახლეობისთვის ხელფასების შემცირებას, რომ ოლიგარქებს მოგება არ მოაკლდეთ.


ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დასუსტებული, ან გაუქმებულია.


ყველა ცოდნა თაროზე დევს, რომელშიც არ იძებნება სიტყვა “ფული”.


მთები თავზე გვეშლება, საჭმელი გვწამლავს, წამლები არ მკურნალობს, სახლის კედლებს ვეღარ ვენდობით, ბავშვები და მოხუცები შიმშილით გვეხოცებიან.


არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.


და მაშინაც კი, როცა ადამიანები მობილურებით ხელში ლაივ ჩართვებში პირდაღებულ სამეწყრე ნაპრალს აჩვენებენ, უბედურების დადგომამდე ვერავინ ხვდება მის მნიშვნელობას." - წერს "ხმა" თავის ფეისბუქის გვერდზე.

0
106
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0