x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფრედი მერკურისა და მისი ახლო მეგობრის 80-იანი წლების ბოლო პერიოდის პირადი ფოტოები
image


ფრედი მერკური - ადამიანი-ლეგენდა. ჟურნალ "Rolling Stone"-ის ვერსიის თანახმად, 2008 წელს ჯგუფ "Queen"-ის ლეგენდარულმა ვოკალისტმა "ყველა დროის 100 უდიდეს ვოკალისტთა" შორის მე-18 საპატიო ადგილი დაიკავა, ხოლო მსხვილმა მუსიკალურმა ონლაინ პლატფორმამ "All Music"-მა მას "მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი როკ-მომღერალი და უდიდესი ხმის პატრონი" უწოდა. ვარსკვლავის პირადი ცხოვრებაც საზოგადოებრივ ინტერესს ყოველთვის აღძრავდა.


image


ფრედი მერკურიმ, ჯიმ ჰატონი კლუბში 1984 წელს გაიცნო და სასმელიც შესთავაზა, თუმცა, უცნობ მამაკაცს მან შეთავაზებაზე თავაზიანი უარი ისე განუცხადა, რომ ვერც კი მიხვდა მის წინაშე ჯგუფ "Queen"-ის სოლისტი რომ იდგა. რამდენიმე თვის შემდეგ, ჯიმი მეგობართან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, რომელმაც მის უკან მჯდომ მამაკაცზე მიუთითა: "შენ უკან ფრედი მერკური ზის!" ამჯერად, ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლისგან მან სასმელიც მიიღო და მათ შორის ხანმოკლე კომუნიკაციაც შედგა.


image


დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ, ისინი იმავე კლუბში სრულიად მოულოდნელად კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ფრედიმ ჯიმი სასმელზე ტრადიციულად ისევ დაპატიჟა. იმ დღიდან მოყოლებული მათ შორის ურთიერთობა იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ საბოლოოდ, ჯიმი საცხოვრებლად მასთან "Garden Lodge"- შიც კი გადავიდა.


image


ხოლო მას შემდეგ რაც 1987 წელს ფრედი მერკურის შიდსი დაუდგინდა, მან საყვარელ მამაკაცს ურთიერთობის დასრულება შესთავაზა, რაზეც ჰატონმა კატეგორიული უარი განაცხადა. ჯიმი მასზე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ზრუნავდა.


image


როკის მეფემ გარდაცვალების შემდეგ თავის ახლო მეგობარს 500, 000 ფუნტი სტერლინგი და კარლოუში მიწის ნაკვეთი უანდერძა, სადაც მან საბოლოოდ, სახლი ააშენა. ჯიმ ჰატონმა მუსიკოსთან ექვსწლიანი ურთიერთობა წიგნში "მერკური და მე" ("Mercury and Me") აღწერა. 20 წლის განმავლობაში აივ-ინფექციით დაავადებული ჯიმი 2010 წელს საბოლოოდ ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage













0
128
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
128