x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ თქვა ფრედი მერკურიმ მაიკლ ჯექსონთან მუშაობაზე უარი

image


შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც მომენტში ფრედი მერკურის და მაიკლ ჯექსონის, როგორც ორი უდიდესი მუსიკოსის გზები უნდა გადაკვეთილიყო, რაც მსოფლიო ისტორიას ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ შედევრს აჩუქებდა. მათი გზები მართლაც გადაიკვეთა, თუმცა თანამშრომლობა ისეთი პროდუქტიული, როგორც მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ არ აღმოჩნდა.


image


ჯექსონი "Queen"- ის დიდი ფანი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც მაიკლმა 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის კონცერტებზე სიარული დაიწყო, მან მერკურიც გაიცნო. "სულ თავიდან, სამი-ოთხი წლის წინ, ის მოდოდა ჩვენს კონცერტებზე "ფორუმი არენაზე" ლოს ანჯელესში", - განაცხადა მერკურიმ 1983 წელს თავის ერთ - ერთ ინტერვიუში. "ვფიქრობ, მას ჩვენ მოვეწონეთ, და მე ის გავიცანი." ბევრი ვარაუდი იყო იმასთან დაკავშირებით მუშაობდნენ თუ არა ისინი ერთად, ხოლო 1983 წელს მუსიკოსებმა ჯექსონის სახლში მდებარე ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობაც დაიწყეს. მათ ერთად სამი დემო -ტრეკი: "There Must Be More To Life Than This", "State Of Shock" და "Victory" ჩაწერეს.

image

"სამივე შესანიშნავი სიმღერა იყო, მაგრამ პრობლემა დროში მდგომარეობდა, რადგან იმ პერიოდში ორივე ძალიან დაკავებული ვიყავით", - განაცხადა მოგვიანებით მერკურიმ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პროდუქტიულობის განცდა მართლაც იყო, ეს შეგრძნება მალევე გაქრა და ფრედი ცოტათი იმედგაცრუებულიც კი დარჩა... ჯექსონის არჩევით. კითხვაზე, თუ რამ შეუშალა ხელი მათი თანამშრომლობის გაგრძელებას, "Queen"-ის მენეჯერმა ჯიმ "მაიამი" ბიჩმა განაცხადა, რომ ერთ დღეს მან გაცეცხლებული მერკურისგან ზარი მიიღო, რომელიც თითქოსდა ტელეფონში ჰყვიროდა: "თქვენ უნდა გამიყვანოთ სტუდიიდან", ხოლო კონტრშეკითხვაზე ლეგენდარული მუსიკოსის პასუხი იყო: "იმიტომ რომ სიმღერას ლამასთან ერთად ვწერ". მაიკლს ყოველდღე მოჰყავს თავისი ლამა სტუდიაში და მე ამას მიჩვეული არ ვარ, საკმარისია, წასვლა მინდა".


image


როგორც ცნობილია, ჯექსონს ძალიან უყვარდა ცხოველები: მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შინაური ცხოველი იყო შიმპანზე ბაბლზი, რომელიც მას პრესკონფერენციებსა და შეხვედრებზეც კი დაჰყავდა. ლამა სახელად ლუი 1980-იან წლებში ასევე იქცა მის ფუმფულა დამხმარედ ალპაკასთან, გველთან და ბევრ სხვა ეგზოტიკურ ცხოველთან ერთად, თუმცა ლამამ მათ შემოქმედებით ჩანაფიქრს ხელი შეუშალა, და იმ სამმა სიმღერამ, რომელიც ჯექსონმა მერკურისთან ერთად ჩაწერა, საბოლოოდ დღის სინათლე ვერ იხილა, თუმცა 1984 წელს "State Of Shock"-ი ჯექსონის მიერ "The Rolling Stones"-თან ერთად თავიდან იქნა გადაწერილი და სინგლად გამოშვებული. 2014 წელს "Queen"-მა საბოლოოდ გამოუშვა მერკურისა და ჯექსონის მიერ ჩაწერილი სიმღერის "There Must Be More To Life Than This"-ის ვერსია, რომელიც "Queen Forever"-ის ალბომში შევიდა.



სტუდიაში ძალების გაერთიანების შემდეგ მერკური და ჯექსონი თავიანთი გზით წავიდნენ, ამასთან "QUEEN" სოლისტი მიხვდა, რომ ისინი ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ. "ვფიქრობ, რომ ჯექსონი ახლა უბრალოდ სახლში ზის, მას საერთოდ არ უყვარს საზოგადოებაში გასვლა", - თქვა მერკურიმ 83-ში. "ის ამბობს რომ ყველაფერი რაც სურს, შეუძლია სახლშიც მიიღოს. რაც უნდა მას უბრალოდ ყიდულობს. ეს მე არ ვარ, ასე მე არ მოვიქცეოდი. მე ასე სიკვდილამდე მომბეზრდებოდა. მე ყოველ საღამოს ვსეირნობ. საერთოდ არ მიყვარს ერთ ოთახში დიდხანს ჯდომა".








0
220
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
220