x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ასე რამ გაგაბოროტათ ყველა, რომ ჩემი პატარა ოჯახის განადგურება გინდათ?!" - ვის მიმართავს ცისნამი საყვარლიშვილი
imageამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ბლოგერი და ახლა უკვე წიგნის ავტორი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის ოჯახს საქართველოში პრობლემები აქვს, კერძოდ მის ძმას და ამასთან დაკავშირებით ახლობლებს და ნათესავებს მიმართავს:


„ნათესავებო, დედის მხრიდან, მამის მხრიდან, ჩამოდით სოფელში და გვერდით დაუდექით დედაჩემს. დამამშვიდებელი წამლებით ვაძინებთ, რომ ნერვიულობაზე გული არ გაუსკდეს.


რამე რომ დაემართოს და გარდაიცვალოს, მაშინ ჩამოხვალთ გასვენებაში ყველანი ხომ? სანამ ცოცხალია ადამიანი და თანადგომა სჭირდება, ჩუმად ხართ! თვალებიდან საერთოდ ვეღარ ხედავს! ერთადერთი ძმა ჰყავს და სრცხვენოდეს, არც კი დაურეკავს, მოუკითხავს. ასე მგონია ყველას უხარია რაც ჩვენს თავს ხდება!


ესაა ნათესაობა? ასევე ბავშვობის მეგობრებო, ამ ზაფხულს რომ დაგიძახეთ, წამოდით, საქეიფოდ გეპატიჟებით -მეთქი, ყველანი უცებ აქ გაჩნდით და ახლა, როცა ჩემს ოჯახს უჭირს და გთხოვეთ საქმის მშვიდობიანი მოგვარება ყველანი განზე გადექით.



ყოჩაღ და ბრავო თქვენს მეგობრობას! ასე რამ გაგაბოროტათ ყველა, რომ ჩემი პატარა ოჯახის განადგურება გინდათ?! როგორ დაგაბრმავათ ეშმაკმა ყველანი, რომ არც ერთი თქვენგანი არ შეწუხდით! ჩუმად ხართ როგორც თევზი!


ჩვენ ამ ჭირსაც გავუძლებთ და ვაჟკაცურად გადავლახავთ! მადლობა რომ მაჩვენეთ, ვინ, ვინ ხართ!


ადვილია წაქცეული ადამიანის კიდევ მეტად წაქცევა, არა?! დავწერ იმას რასაც ვგრძნობ და რაც ვიგრძენი ყველასგან! ვერავინ ვერ ამიკრძალავთ ჩემი ნამდვილი ემოციების გამოხატვას!


გრცხვენოდეთ, რომ გვერდში არ დამიდექით! აწი, აღარ იბლატაოთ არავისთან, რომ ცისნამი საყვარლიშვილი თქვენი მეგობარია! ჩემი ნამდვილი მეგობარი ვინ არის, ახლა კარგად გამოჩნდა! არაუშავს, ესეც გაივლის!


როგორც ყოველთვის, უცხო ადამიანებისგან ვგრძნობ ძალას და ენერგიას.


მადლობა ხალხო! როგორც კი მექნება უფლება, ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით, მანამდე კი იცოდეთ რომ ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს და მთელი საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება!


მიყვარხართ კარგი ადამიანები! საღამოს 5 საათზე თბილისში ვიქნები! დედა, ძმა და ოჯახი ვეღარ დამხვდებიან! ისეთი ბედნიერი და გახარებული აღარ ვარ, როგორიც ამ ზაფხულს ვიყავი! თავზე ცა ჩამომენგრა!


ბოროტი ადამიანები ხარხარებენ ჩვენს ასეთ მდგომარეობაზე!


ღმერთი მაღალია! მჯერა, რომ ბოლომდე არ გაგვწირავს! მე პირადად ბევრ განსაცდელს გავუძელი ცხოვრებაში, ამასაც გავუძლებ და უფრო გავძლიერდები!


სირცხვილი თქვენ, რომ ჩემს გვერდით არ ხართ! ცხოვრება კიბეა, ხან მაღლა ავალთ, ხან ძირს დავეცემით!


მე კი ფერფლიდან ავდგები და მაინც წითელთმიანი, ფერადი ცისნამი ვიქნები!, - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.



იგი კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს, რომელიც წინა თემის გაგრძელებაა:


"მთელი ბავშვობა ვუვლიდი და ვზრდიდი ჩემს ძმას. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი პირველი მოვალეობა, როგორც უფროსი დის იყო ის, რომ პატარა ძმისთვის მომეარა.
სულ ხელჩაკიდებული დამყავდა. ეს ფოტო რომ დავინახე, თან გამეცინა, თან ამეტირა. დედას ვფიცავარ, ზუსტად ასე ვფუთავდი ხოლმე ოთოს ზამთარში, რომ არ გაციებულიყო. მეშინოდა ცივი ნიავი არ მიკარებოდა.
ჩემთან ბევრი შეეშალა, ცხოვრებაშიც შეეშალა. რაც თავი მახსოვს სულ მის ვწმინდავ, მაგრამ 16 წელი მაკავშირებს მასთან, ერთად გავიზარდეთ და ძალიან მიყვარს. ჩემი სისხლით ნათესავი დედმამიშვილი ვერ შემიყვარდება ისე, როგორც ჩემი ბოთე ძმა მიყვარს.
მთელი გულ-მუცელი მეწვის მისი ცოდვით. ლამის გული გამისკდეს.
ფეხქვეშ გავეგები ყველას ოღონდ ყველაფერი კარგად დასრულდეს.
ამხელა გზაზე ჩამოვედი, ჯერ მარტო 14 საათი ჰაერში ვიყავი, ოკეანეს გადმოვუფრინე და იქნებ გასჭრას ჩემმა თავდადებამ! ამინ!
P.S. თუ თანაგრძნობა არ შეგიძლიათ, ნუ ილანძებით, გაჩუმდით."
სხვათა შორის 2020 წელს ცინამი საყვარლიშვილმა საკუთარი დედის და ბიძის წინააღმდეგ სამართლებლივი დავა წამოიწყო:
2016 წელს ჩემს სა­კუ­თარ ბი­ძას, ჩემი გამ­ზრდე­ლი დე­დის ძმას გა­ვუგ­ზავ­ნე 30 ათა­სი დო­ლა­რი, რომ ჩემი ფული სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ე­ნა­ხა. იცით რო­გო­რი წვა­ლე­ბით ნა­შოვ­ნი ფული? ბე­ბი­ებ­თან რომ ვმუ­შა­ობ­დი და პამ­პერ­სებს ვუც­ვლი­დი... ბოლო სამი წე­ლია ამ ფულს უკან ვი­თხოვ და აღარ მიბ­რუ­ნებს. რა აღარ ვცა­დე, ტკბი­ლი სი­ტყვა, მწა­რე სი­ტყვა, ჩხუ­ბი და არა­ფერ­მა არ გაჭ­რა. მა­მა­სა­ვით მიყ­ვარ­და, სა­კუ­თარ სი­ცო­ცხლე­საც კი ვან­დობ­დი და ფულ­მა ისე და­აბრმა­ვა, ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას ხაზი აქვს გა­დას­მუ­ლი ახლა"-ამბობდა მაშინ ცისნამი საყვარლიშვილი.
0
393
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0