x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
დღეს ილონ მასკი გამოფენაზე წარმოადგენს კიბერ სატვირთოს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია დედამიწაზე
image
ილონ მასკი, რომ ზე ნიჭიერი ადამიანია, ამაში ეჭვის შეტანა სრული უაზრობა იქნება. "ტესლას" ელექტროკარების შექმნის შემდეგ ილონ მასკმა გადაწყვიტა შეექმნა ფანტასტიური ჟანრის ფილმებისათვის შექმნილი მანქანების მსგავსი მანქანა, ოღონდ საუბარია არა სედანზე ან ჯიპზე, არამედ სატვირთო მანქანაზე.



დღეს ილონ მასკი წარმოადგენს "ტესლას" ტეხასის შტატში ოსტინში მდებარე საწარმოში შექმნილ "Cybertrucks"-ს.


"ტესლას" კიბერ სატვირთოს შექმნის იდეა მიაწოდა ამერიკულ და მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე სატვირთო მანქანებზე დიდმა მოთხოვნამ, თუმცა უკვე წარმოებაში ჩაშვებული მანქანების ზომები იმდენად დიდია და იმდენ საწვავს მოიხმარს, გარემოს დაბინძურების პარალელურად მათი მართვა გადატვირთულ გზებზე გართულებულია.


"Cybertruck"-ი მუშაობს ბატარეებზე და ერთი ასეთი მანქანა ჩაანაცვლებს დაახლოებით 6500 პიკაპს თუ სატვირთოს გარემოს დაცვის მხრივ.



აღნიშნული კიბერ სატვირთო წარმოდგენილი იქნება 3 ვარიანტად. ერთ ძრავიანი უკანა ამძრავი ხიდით, 2 ძრავიანი 4X4-ზე პლატფორმით ანუ სრულამძრავიანი, ასევე 3 ძრავიანი რომელიც ასევე სრულამძრავიანი იქნება ანუ ოთხივე ბორბლით წამყვანი.


მანქანაში შესაძლებელი იქნება განთავსდეს 6 მგზავრი, ამასთან ერთად მისაბმელის სახით ატაროს 6 ტონა ტვირთი (ეს პირველ ეტაპზე, დაგეგმილია ტვირთამწეობის გაზრდა).


კიბერ სატვირთოს შეუძლია დაძვრიდან 3 წამში განავითაროს 100 კმ/სთ სიჩქარემდე.


მძღოლის მართვის პანელი აღჭურვილია 17 დიუმიანი მონიტორით, რომელიც ყველანაირად დაეხმარება მძღოლს უცხო გარემოში ან გადატვირთულ გზებზე ნავიგაციაში ოპტიმალური გზის და მარშუტის ასარჩევად.



"ტესლამ" თავიდან დაწერა, რომ მანქანის ფასი მოდიფიკაციის მიხედვით 40 000 დოლარიდან 70 000 დოლარამდე იქნებოდა, თუმცა კომპანიამ წაშალა აღნიშნული მანქანის ფასები, რადგან მანქანის ტექნოლოგიაში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისაკენ და დიდი ალბათობით მისი ღირებულებაც მოიმატებს.



"Cybertruck"-ის დიზაინერებია ფრანც ფონ ხოლცჰაუზენი, სამ ჯაფარი, იან კეტლი, ვუ ტაკ კიმი და ჟულიენ ბილოდო.



მანქანის მინები პირველ ეტაპზე სტანდარტული იყო, მაგრამ სატესტო გამოცდისას როცა დიზაინერმა ფრანც ფონ ხოლცჰაუზენმა მასკის თხოვნით ფოლადის ბურთულები ესროლა მინებს, ოთხიდან 2 მინა ჩაიმსხვრა რის შემდეგაც მანქანაში გამოიყენეს მრავალშრიანი დაჯავშნული მინები, სურათზე გარკვევით ჩანს მძღოლის გვერდითა მინა, რომელსაც მძიმე უროს დარტყმებმა დიდი ვერაფერი ზიანი მიაყენა, დაიბზარა მხოლოდ გარეთა შრე, შიდა შრეები კი სრულიად უვნებელი დარჩა.


აღნიშნულ მანქანას სრული დატვირთვით შეუძლია ერთი დამუხტვით გაიაროს 400 კილომეტრიდან 700 კილომეტრამდე და ეს მაქსიმუმი არაა, რადგან მასკი და მისი ინჟინრები გეგმავენ მანქანის ტექნიკური მონაცემები შესამჩნევად გააუმჯობესონ 2025 წლისათვის.

imageimageimageimageimageimageimageimage







0
123
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
123