x
image
Yoona
16 მტკიცებულება, რომ "მეფე ლომი" იაპონური ანიმეს პლაგიატია
ალბათ, ეს სტატია დისნეის პოპულარული მულტფილმის თაყვანისმცემლებს გულს გაუტეხავს, მაგრამ ამის დამალვა აღარ შეიძლება. 1994 წელს გამოსული "მეფე ლომი" სინამდვილეში არის ოსამუ ტეჯუკას იაპონური ანიმეს "კიმბა, თეთრი ლომი" ან "ჯუნგლების იმპერატორი" პლაგიატი. ის ჯერ კიდევ 1965 წელს გამოვიდა!



რა თქმა უნდა, "მეფე ლომის" შემქმნელები უარყოფენ მათ მონაწილეობას პლაგიატში და ირწმუნებიან, რომ არ იცოდნენ კიმბას შესახებ, როცა თავიანთი მულტფილმი შექმნეს. თუმცა ეს კადრები ნამუშევრებს შორის განსაცვიფრებელ მსგავსებას ნათლად აჩვენებს. დამთხვევა? არ ვფიქრობთ.



image



მანგის "კიმბა, თეთრი ლომი " მოქმედება ვითარდება აფრიკაში მე–20 საუკუნის შუა ხანებში. ადამიანები თავიანთი საქმიანობით ველური ბუნებისთვის ნელ–ნელა საფრთხედ იქცევა, ამიტომ ჯუნგლების იმპერატორი, თეთრი ლომი სახელად პანჯა, თავისი ხალხისთვის ახალ ჰაბიტატს ეძებს.




image

მარცხნივ "მეფე ლომი", მარჯვნივ "კიმბა, თეთრი ლომი"



ლომი ახერხებს მშვიდი თავშესაფრის პოვნას, მაგრამ როგორმე რომ გამოკვებოს მტაცებლები, უახლოესი სოფლიდან ძროხები უნდა გაიტაცოს.



image



სოფლის მაცხოვრებლები გაბრაზდნენ ლომზე და დაიქირავეს პროფესიონალი მონადირე მხეცის მოსაკლავად.



image



მონადირემ ცხოველების ბგერების მიბაძვით მიიტყუა იმპერატორის ძუ ლომი, ელზა. ლომი მისი დაცვისას კვდება და ორსულ ელზას ზოოპარკში აგზავნიან.



image



გემი, რომელსაც ლომი გადაჰყავს, შტორმში მოხვდება. ელზა კვდება, მაგრამ მისი ახალშობილი ბოკვერი გადარჩენას ახერხებს.



image



ლეო (ამერიკულ დუბლიაჟში კიმბა) აფრიკაში ბრუნდება, სადაც ხალხსა და ცხოველებს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობს.



image



როგორც ხედავთ, მულტფილმების სიუჟეტები განსხვავებულია, მაგრამ მსგავსი პერსონაჟები, შეიძლება ითქვას "ნასესხები", საკმაოდ ბევრია.



image



"ჯუნგლების იმპერატორის" ამერიკული ვერსიის მთავარ პერსონაჟზე თავდაპირველად სიმბას დარქმევას აპირებდნენ. აფრიკის სუაჰილის ენაზე სიტყვა "სიმბა" ნიშნავს "ლომს".



image



მაგრამ გაირკვა, რომ აშშ–ში ზოგიერთი საქონლის სასაქონლო ნიშანი ამავე სახელწოდებით უკვე დარეგისტრირებული იყო, ამიტომ გადაწყდა პერსონაჟის სახელში პირველი ასოს შეცვლა.



image



აღსანიშნავია, რომ "მეფე ლომის" DVD გამოცემაში იყო განთავსებული ჩანახატების მცირე ნაკრები, მათ შორის იყო თეთრი ლომის ესკიზი. როგორც გახსოვთ, დისნეის მულტფილმში თეთრი ლომები არ იყვნენ.



image



"მეფე ლომის" გამოსვლის შემდეგ ანიმეს ათასობით ფანმა მიმართ უოლტ დისნეის სტუდიას მოთხოვნით, რომ ეღიარებინათ რამდენიმე სცენის და პერსონაჟის სესხება მანგიდან "ჯუნგლების იმპერატორი". პასუხად მულტფილმის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ არანაირ კიმბაზე არაფერი იციან.



image



მსახიობმა მეთიუ ბროდერიკმაც, რომელმაც ფილმში "მეფე ლომი" სიმბა გაახმოვანა, აღიარა, რომ ფილმზე მუშაობისას ფიქრობდა, რომ დისნეი აკეთებდა ორიგინალის რიმეიქს, რომელიც მან კარგად იცოდა.



image



მაგრამ კომპანია ჯიუტად უგულებელყოფს ყველა ამ არგუმენტს და ირწმუნება, რომ "ნებისმიერი მსგავსება დამთხვევაა".



image



Tezuka Productions, პატარა კომპანიამ, რომელმაც კიმბა შექმნა, უარი თქვა უოლტ დისნეის სტუდიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანაზე იმ მიზეზით, რომ "უბრალოდ შანსი არ აქვთ".



image



ცოტამ თუ იცის, მაგრამ ამერიკული სტუდია ცნობილია არა მხოლოდ მის მიერ წარმოებული ფილმების და მულტფილმების რაოდენობით, არამედ კარგი ადვოკატებით, რომლებიც მსოფლიოს 20 საუკეთესოთა შორის არიან.



image



ასე "მეფე ლომის" მიმართ ყველა პრეტენზია გაქრა და მულტფილმი გახდა უოლტ დისნეის სტუდიის ერთ–ერთი საკულტო ნამუშევარი.



image



მართალია, ხალხი, ვინც ოსამუ ტეჯუკას შემოქმედებას იცნობს, დღემდე აღშფოთებულია მულტფილმის დისნეის ვერსიის ყურებისას. "მისი სახელი უნდა ყოფილიყო კიმბა" – აღშფოთებულები არიან გულშემატკივრები.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გახდა ჰაიაო მიაძაკის მულტფილმები მსოფლიო ფენომენი და რატომ გვჭირდება ყველას ტოტორო

2. 22 სრულმეტრაჟიანი მულტფილმი, რომლებმაც „ოსკარის“ პრემია აიღეს

3. დისნეის ორსული პრინცესები: მხატვრის მოგზაურობა ბავშვის მოლოდინში

4. როგორები იქნებოდნენ გმირები ჰარი პოტერის ფილმებიდან, ჰაიაო მიაძაკს ანიმეს პერსონაჟებად რომ ექცია

5. ასეთები იქნებოდნენ ადამიანები ცნობილი ნახატებიდან ჩვენს მეზობლად რომ ეცხოვრათ

6. როგორ მეგობრობდნენ ცხოველები ადამიანებთან მე–19 საუკუნეში

7. ცნობილების 12 მხიარული ორეული, რომელთა მსგავსებაც ცრემლებამდე გაცინებთ

8. „აწიეთ ჯოხები, ჰოგვორტსს“. გულის ამაჩუყებლად ემშვიდობებიან მაიკლ გემბონს, დამბლდორის როლის შემსრულებელს

9. დისნეიდან ჯეკი ჩანამდე: ცნობილი ადამიანების ხელმოწერები, რომლებიც აქამდე არასოდეს გინახავთ

10. 33 ჯადოსნური ტატუ, რომლებიც ფილმებით და ანიმაციებითაა შთაგონებული

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
119