x
image
Yoona
„აწიეთ ჯოხები, ჰოგვორტსს“. გულის ამაჩუყებლად ემშვიდობებიან მაიკლ გემბონს, დამბლდორის როლის შემსრულებელს 
სამწუხაროდ, 2023 წლის 28 სექტემბერს ცნობილი ირლანდიელი და ბრიტანელი მსახიობი მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამსახიობო კარიერის განმავლობაში მაიკლმა 50-ზე მეტ ფილმში ითამაშა: „მეფის სიტყვა“, „გოსფორდ პარკი“, „ელიას წიგნი“, „მთვლემარე ხეობა“ და ბევრი სხვა ცნობილი ფილმი. მაგრამ ყველაზე ცნობილი გახდა ჰარი პოტერის ფილმების სერიაში პროფესორ დამბლდორის როლის შესრულებით.


image

დღეს პოტერიანები ემშვიდობებიან დიდებულ მსახიობს და შემოქმედებით გამოხატავენ მწუხარებას და პატივისცემას. ნახეთ, რა შესანიშნავ ნამუშევრებს გვიზიარებენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან.


ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი

image


„შთამაგონებელი მამაკაცი. მისი დახატვა პატივი იყო“.


მადლობა, დიდებულო მსახიობო!

image

„მადლობა მაიკლ გემბონს, ყველა დროის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის შესანიშნავად შესრულებისთვის“.


სინათლე, რომელსაც ასხივებდა

image

„ბედნიერების პოვნა შეიძლება ყველაზე ბნელ დროშიც, თუ არ დაგავიწყდება სინათლისკენ მიბრუნება“ – პროფესორი ალბუს დამბლდორი.


დამბლდორი – სიბრძნის წყარო

image

„მკვდრებზე ნუ დარდობ, ჰარი, ცოცხლები შეიცოდე, ყველაზე მეტად ისინი, ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს“ – დამბლდორი.


შეხვედრა ძველ მეგობართან

image

მაიკლი მილიონობით ფანატის გულში დარჩება

image

„ყოველთვის მემახსოვრები, ძვირფასო მაიკლ გემბონ, შენ იყავი ჩემი ერთ–ერთი საყვარელი პერსონაჟი „ჰარი პოტერში“. შენი როლი ყოველთვის იყო და იქნება ყველაზე ეფექტური“.


„აწიეთ ჯოხები, ჰოგვორტსს“

image

დიდებულები მიდიან

image

„არ მჯერა, რომ დღეს ასეთი ადამიანი გარდაიცვალა. მსახიობი, რომელმაც დამბლდორი ითამაშა. ვიცი, რომ უკვე ასაკში იყო, მაგრამ მგონია, კიდევ 10 წელი შეეძლო ეცოცხლა. მშვიდად განისვენე, მშვენიერო სულო“.


„კიდევ ერთი შეუერთდა წასულებს“.

image

დრო მოვიდა

image

„ამ ნახატის ესკიზი ჯერ კიდევ 2 წლის გავაკეთე, მაგრამ გუშინ ვიპოვე და დასრულება გადავწყვიტე. ვფიქრობ, დრო მოვიდა“.


ლუმოს მაქსიმა!

image

„დაგვაკლდებით, პროფესორო დამბლდორო“

image

„ცნობისმოყვარეობა ცოდვა არ არის...მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე ცნობისმოყვარეობასთან“ – ალბუს დამბლდორი.


კარგი ჯადოქარი და ადამიანი

image

ფენიქსის სახე

image

ალბუსი, მინერვა და ჰარი

image

„ბოლოს და ბოლოს, კარგად მოწესრიგებული გონებისთვის სიკვდილი მხოლოდ მორიგი დიდი თავგადასავალია“ – ალბუს დამბლდორი.


მაიკლ გემბონის ნათელ მოგონებას

image

„ამ ნახატის შექმნისას ვფიქრობდი. საოცარია იმის დანახვა, როგორ სცდება შემოქმედება ჩვენს მოლოდინს. ყველაფერი ქრება, დამბლდორის გარდა, რომელიც თავად მსახიობზე მეტი გახდა. გარკვეული გაგებით, გუშინ ორივემ (ისევ) დაგვტოვა“. მშვიდად განისვენე, მაიკლო, მარადიულო დამბლდორო.“


მსახიობის ხსოვნას

image

„მშვიდობით, მაიკლ გემბონ. გვინდა პატივი მოგაგოთ, რადგან ვართ იმ თაობიდან, რომელიც ალბუს დამბლდორთან ერთად გაიზარდა. ვწუხვართ, რომ წახვედი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ იქ შეხვედები კარგ მეგობრებს. აწიეთ ჯოხები დიდებული მსახიობისა და დიდი ჯადოქრისთვის“.


სიბრძნე პერსონაჟის თვალებში, მსახიობის მიერ გადმოცემული.

image

ნუთუ შეიძლება ასეთი ქარიზმატული დიდი ჯადოქრის დავიწყება?

image

„მშვიდად განისვენე, მაიკლ გემბონ“ (1940 – 2023)

image

მთელ მსოფლიოში მილიონობით ფანი დაიმახსოვრებს გენიალურ მაიკლ გემბონს არა მხოლოდ როგორც დიდ მსახიობს, არამედ როგორც დიდ ჯადოქარს! მაღლა აწიეთ ჯოხები!


ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორები იქნებოდნენ გმირები ჰარი პოტერის ფილმებიდან, ჰაიაო მიაძაკს ანიმეს პერსონაჟებად რომ ექცია

2. საიდუმლო, რომელსაც კლინტ ისტვუდს 30 წელი უმალავდნენ

3. მექსიკელი მხატვრის 10 სურათი, რომელიც მარტოობას აფასებს

4. დისნეიდან ჯეკი ჩანამდე: ცნობილი ადამიანების ხელმოწერები, რომლებიც აქამდე არასოდეს გინახავთ

5. 33 ჯადოსნური ტატუ, რომლებიც ფილმებით და ანიმაციებითაა შთაგონებული

6. როგორ გახდა ჰაიაო მიაძაკის მულტფილმები მსოფლიო ფენომენი და რატომ გვჭირდება ყველას ტოტორო

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
102