x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 გარდაცვლილი ვარსკვლავი, რომლებმაც ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავეს 2023 წელს
image

მათ თავიანთი სიმდიდრე საფლავში არ ჩაუტანიათ, თუმცა იქიდან აგრძელებენ სააქაო ცხოვრებაში ფულის გამომუშავებას.ამ ვარსკვლავების ანგარიშებზე ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი ირიცხება.


ახლა კი გავარკვიოთ, რომელმა გარდაცვლილმა ვარსკლავებმა იშოვეს ყველაზე ბევრი ფული 2023 წელს.


ჟურნალი Forbes ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მდიდარ ცნობილ გარდაცვლილ პიროვნებებს.



2023 წელს რეიტინგში ელვის პრესლი, ბობ მარლი და უიტნი ჰიუსტონი მოხვდნენ.


ქვემოთ გაეცნობით, ვინ მოხვდა საუკეთესო ათეულში და რა თქმა უნდა, ვინ არის წლევანდელი ლიდერი.




ბილ კროსბი-14 მილიონი დოლარი, მომღერალი 1977 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მის საშობაო სიმღერებს დღესაც მოაქვს სოლიდური შემოსავალი.



ბობ მარლი- რეგეის მეფის სიმღერები მისი სიკვდილიდან 40 წლის შემდეგაც მოთხოვნადია.




ჯონ ლენონი- 22 მილიონი დოლარი, გასაკვირი იქნებოდა, რომ ექს-ბიტლზი ათეულში არ გვენახა.



უიტნი ჰიუსტონი-30 მილიონი დოლარი, წელს მოღერალს 60 წელი შეუსრულდა და მისი ფანებიც ფულს არ იშურებენ მის ჩანაწერებში.



პრინსი -30 მილიონი დოლარი-მომღერლის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა მისი სამი ალბომი, წელს კი მზადდება მისი კლასიკური 1991 წლის ალბომის Diamonds and Pearls საკოლექციო გამოცემა.



ჩარლზ მონრო შულცი - 30 მილიონი დოლარი-შულცმა ნახევარი საუკუნე გაატარა Peanuts-ის კომიქსების ხატვაში ბიჭი ჩარლი ბრაუნზე და მათ დღემდე კითხულობენ მთელ მსოფლიოში.



დოქტორი სიუზი - 40 მილიონი დოლარი-ახალგაზრდა ამერიკელები დღემდე ეწაფებიან წიგნებს გრინჩის შესახებ, რომელმაც შობა მოიპარა. ისინი დაწერილი და ილუსტრირებული იყო თეოდორ სიუზ გეიზელის მიერ, ცნობილი როგორც დოქტორი სიუზი.



რეი მანზარეკი -45 მილიონი დოლარი-მანზარეკი The Doors-ში კლავიშებზე უკრავდა, რობი კრიგერი გიტარაზე. ორივემ თავისი უფლებები ჯგუფის მუსიკაზე Primary Wave-ს მიჰყიდა. მანზარეკი მოკვდა, კრიგერი ცოცხალია, მაგრამ ორივე ამით ფულს შოულობს... რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს.

დრამერმა ჯონ დენსმორმა და ჯგუფის ლიდერის, ჯიმ მორისონის მემკვიდრეებს ჯერ არ გაუყიდიათ თავიანთი უფლებები The Doors-ის კატალოგზე.



ელვის პრესლი-100 მილიონი დოლარი-ჩანაწერების გარდა, მომღერლის მამულს, გრეისლენდს კვლავაც შემოსავალს მოაქვს. ერთი წლის განმავლობაში მას 600 ათასი ადამიანი ეწვია: მათ ფული დახარჯეს ბილეთებსა და სუვენირებში. მიმდინარე წლის იანვარში ელვისის ერთადერთი ქალიშვილის, ლიზა მარის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილ მეუღლესა და შვილიშვილს შორის უძრავი ქონებისთვის გამო ბრძოლა დაიწყო. მოიგო უკანასკნელმა.



მაიკლ ჯექსონი-115 მილიონი დოლარი-2023 წელს მომღერალი სიის სათავეში მოხვდა ბროდვეის პროდუქციის MJ: The Musical-ის წყალობით, რომელმაც 85 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. დანარჩენი შემოსავალი მოდის მაიკლ ჯექსონზე: ONE, ლას ვეგასის Cirque du Soleil შოუდან. წინ კიდევ ბევრი ფულია: ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ანტუან ფუკუა მომღერლის ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებს.

0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0