x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ახლა გაუქმდა დავალებები?? სანთლის შუქზე რომ ვმეცადინეობდით?"-ირინა ტორონჯაძე
imageფემინისტი და წიგნის ავტორი „ფემინიზმი კაცებისთვის“ ავტორი ირინა ტორონჯაძე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


სკოლებში უქმდება საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებებიო..
იცით როგორი შეგრძნება მაქვს 500 ლარიან ქუსლოჩკა ფეხსაცმელს რომ იყიდი და შემდეგ ჩამოვლაზე 50% ფასდაკლებით დაგხვდება.. მაგ დროს გამყიდველების ირონიულად მომღიმარ “აბა რა გეგონაო” სახეებს აფიქსირებთ?
ეხლა გაუქმდა დავალებები???სანთლის შუქზე რო ვმაცადინობდით???!!!"-წერს ირინა ტორონჯაძე.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.

მათივე ცნობით, გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები.


„გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. სკოლებს თავად შეუძლიათ შექმნან განმსაზღვრელი შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები, რომლის მიხედვითაც სასკოლო სისტემაში დაწერილი ნიშნების კონვერტირება მოხდება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ 10 ბალიან სისტემაში“ - ნათქვამია დოკუმენტში.


ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

ცვლილებები სწავლა-სწავლების დაგეგმვასა და წარმართვასთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტს შეეხო, მათ შორის, როგორც სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე, სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას. შედეგად, სწავლა-სწავლების თითოეული კომპონენტი უფრო მიმართულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერაზე და მეტ შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, შემოქმედებითად და მოსწავლის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმონ სასწავლო პროცესი.

1
261
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
261
  
2023, 28 ნოემბერი, 16:48
მასწავლებლების ხმები უჭირთ ძაან მაგრა აშკარად ქოცებს
0 1 1