x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ არ აქვს საერთო აბანოს საშხაპეს კარი?
ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული და (ერთ-ერთი ვარიანტით ვახტანგ გორგასალს) ქართველ მეფეს ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია. უბანი სახელგანთქმული იყო ცხელი წყლის წყაროებით, რომლებმაც აქ მრავალი აბანოს გაჩენა განაპირობა.



image



ისტორიული ცნობებით XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII საუკუნის რუსი ვაჭარი და ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.


imageimage



თუ თქვენ ხშირად სტუმრობთ საერთო აბანოებს, აუზებს ან ფიტნეს ცენტრებს, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, რომ საშხაპე კაბინები კარის გარეშეა



image


რატომ არ აქვს საერთო აბანოს საშხაპეს კარი?


ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ კარების არ არსებობა მსოფლიო პრაქტიკაა და ეს ტრადიცია სათავეს ძველი ცივილიზაციიდან იღებს. ასევე ექსპერტების თქმით, კარის არ არსებობა სამი მარტივი მიზეზით იხსნება:



1. ეკონომიკა - მშენებლობის დროს გაწეული ხარჯების შემცირება, უფრო შემოსავლიანია.



2. ჰიგიენა - რეგულარული სანიტარიის საჭიროება აღარ არის.



3. მხოლოდ დაწესებული მიზნებისთვის გამოყენება - სტუმრებმა სხვა მიზნებისთვის რომ არ გამოიყენონ საშხაპე. მაგ: მოშარდვა, დაბინძურება, ვანდალიზმი და ა.შ.




თუმცა, დღეს უკვე არის შესაძლებელი კარიან საშხაპე კაბინებს შეხვდეთ "პრემიუმ-კლასის" ფიტნეს ცენტრებში, კერძო აუზებსა და VIP ტიპის აბანოებში.



0
920
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
920
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0