x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ღმერთო, არ მჯერა.." - BBC-იმ თამუნა მუსერიძე 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში შეიყვანა

image

"ღმერთო არ მჯერა ეხლა ამას რომ ვწერ !!!!!!!!!!!!!!!!
უკვე 10 წელია, ყოელი წლის ბოლოს BBC მსოფლიოს სხვაადასხვა ქვეყნებიდან გამორჩული ქალების ასეულს აქვეყნებს. იმ ქალების, რომლებმაც საკუთარ ქვეყანაში გარკვეული წვლილი შეიტანეს და მის მიმართ ინტერესი მისი ქვეყნების ფარგლებს გაცდა.
წელს პირველად ბიბისი საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!!
წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!
წელს, მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!!
ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექტსტ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. !
სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა!
არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან.არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!
თუმცა ამ სიაში მარტო ჩემი ბრძოლით ვერ მოვხვდებოდი.უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემ გოგოებს. ია ყველაშვილი Ani GrdzelishviliMaia Ti Mariam Nozadze ნინო მინდიაშვილი ნინა მინდიაშვილი მარიამ ტუღუში
მადლობა ჩემ ქმარს მოთმინებისთვის და ატანისთვის.
მადლობა ჩმ GOOD LOOK-ს მუდამ ჩემ გვერდში ყოფნისთვის.
და მადლობა ELKE SHOP-ს .
ალბათ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაქვს მადლობა სათქმელი. ცოტას დავლაგდები და გავაგრძელებ"-წერს სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძე.

BBC წერს, რომ მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნის დროს აღმოაჩინა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ჩვილის მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით გაშვილება მოხდა.


იმისთვის, რათა ადამიანებს დაკარგული ნათესავები მოეძებნათ, მუსერიძემ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი, სახელად "ვეძებ", რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.


"მუსერიძეს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარეა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს". – წერს BBC.

1
76
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
2023, 21 ნოემბერი, 17:35
კარგი გოგოა, იმსახურებს. წარმატებები ჩემს კურსელს
0 1 1