x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოვლინდა "მის სამყაროს " გამარჯვებული, რომელმაც საერთო ჯამში სკანდალის გარეშე ვერ ჩაიარა
image

კვირას ღამით ელ სალვადორში დასრულდა რიგით 72-ე სილამაზის საერთაშორისო კონკურსი " მის სამყარო"(Miss Universe) . ძვირფასი თვლებით შემკული გვირგვინი ამჯერად ნიკარაგუელ 23 წლის შავგვრემან ლამაზმანს, შეინის პალასიოსს ერგო. იგი გახდა პირველი წარმომადგენელი თავისი ქვეყნიდან, რომელმაც მოიპოვა პლანეტის აბსოლუტური ლამაზმანის ტიტული. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, შეინისისთვის დიდი ხანია უცხო არ არის სილამაზის კონკურსები. მისი დებიუტი შედგა 2016 წელს, როდესაც პალასიოსმა გაიმარჯვა Miss Teen Nicaragua-ის კონკურსში, როგორც სკოლის მოსწავლემ. და მომდევნო წელს, მომხიბვლელი გოგონა გავიდა მსოფლიო სცენაზე, მონაწილეობა მიიღო Miss Teen Universe(მის თინეიჯერი) შოუში და საუკეთესო ათეულში მოხვდა.

image

ნიკარაგუაში პალასიოსს კონკურენტები არ ჰყავდა და მალე მან იასპარეზა თავისი ქვეყნისთვის სხვა პრესტიჟულ კონკურსზე - "მის მსოფლიო "2021 (Miss World), რომელიც პანდემიის გამო იგი 2022 წელს გაიმართა, უმცა განსაკუთრებული წარმატება ვერ მოიპოვა, მხოლოდ ტოპ 40-ში შევიდა. ახლა კი - ტრიუმფი ელ სალვადორში.


image

მეორე ადგილი (1 ვიცე -მისს) წილად ხვდა სალვადორელ ანტონია პორლსიდს.ხოლო მესამე ადგილზე გავიდა(2 ვიცე-მისს) ავსტრალიელი მორაია უილსონი.

image

ამ კონკურსზე პირველად 66 წლის მანძილზე Miss Universe Organization-მა გათხოვილ და შვილიან ქალებს კონკურსში მონაწილეობის ნება დართო, ასევე კონკურსზე ორი ტრანსგენდერი ქალი იყო დაშვებული(ნიდერლანდები და პორტუგალია)ფინალურ ეტაპზე შეირჩა 86 ქვეყნის წარმომადგენელი, მათ სიაში ვერ მოხვდა კონკურსანტი საქართველოდან, ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან კონკურსში მონაწილეობდა:უკრაინა, რუსეთი, ლატვია, ყაზახეთი და ყირგიზეთი.



სკანდალის გარეშე არ ჩაიარა მიმდინარე კონკურსმა.„მის სამყარო 2023“-ის, ინდონეზიაში კონკურსის შვიდმა მონაწილემ პოლიციაში შეიტანა საჩივარი კონკურსის ორგანიზატორების მხრიდან სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით. ეს საჩივრები მას შემდეგ გაკეთდა, როდესაც კონკურსანტებმა გაიარეს "სამედიცინო გამოკვლევა", სადაც გოგონებს უთხრეს, რომ უნდა გაეხადათ ტანსაცმელი და საცვლები ათეულობით ადამიანის, როგორც ქალის, ასევე მამაკაცის თვალწინ, ვიწრო ოთახში, მიუხედავად იმისა, რომ მათ უთხრეს, რომ ეს ოთახი გასინჯვისთვის შესაფერისი ადგილი იყო. ერთი მონაწილე ამტკიცებდა, რომ მას აიძულეს რამდენიმე პოზის მიღება, მათ შორის ფეხები გააშლევინეს, ხუთმა მონაწილემ განაცხადა, რომ ისინი მათი თანხმობის გარეშე შიშვლები გადაიღეს. ინდონეზიის მთავრობამ და Miss Universe Organization- დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება გაწყვიტონ კონტრაქტი კოსმეტიკურ კომპანია PT Capella Swastika Karya-სთან, რომელიც მართავს ინდონეზიის Miss Universe კონკურსს.


0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0