x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა 20 მეტრში ჩაუფრინა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს
image

ბრიტანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მხოლოდ ახლა გაავრცელეს ინფორმაცია 2022 წელს ლონდონის სტანსტედის აეროპორტთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ამის შესახებ გამოცემა Metro იუწყება.


ესექსის ოლქის პოლიციის ცნობით, ლონდონის სტანსტედის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, Ryanair-ის პილოტმა 1, 2 კილომეტრის სიმაღლეზე ამოუცნობი შავი ობიექტი შენიშნა. თვითმფრინავმა ამოუცნობ მფრინავ ობიექტს 20 მეტრის მანძილზე ჩაუფრინა საათში 370 კილომეტრის სიჩქარით.


პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო უპილოტო საფრენი აპარატი.მაგრამ საქმე იმაშია, რომ "დრონის სათვალთვალო მოწყობილობამ ვერ აღმოაჩინა ისინი”, - ნათქვამია მოხსენებაში.ასე, რომ საკითხი დღემდე ღია რჩება.



დოკუმენტები გამოქვეყნდა ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფალი ინფორმაციის შესახებ, რომელიც სამთავრობო უწყებებს ავალდებულებს, საჯარო გახადონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტები საზოგადოების წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე.


2022 წელს კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი დაფიქსირდა სტენსტედის აეროპორტის მიდამოებში. ამჯერად ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა სამი თვითმფრინავს გვერდით ჩაუფრინა. ორ შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემებმა ობიექტი დააფიქსირა მიწიდან 150 მეტრის სიმაღლეზე. ამ დროს ორივე თვითმფრინავი აეროპორტში ეშვებოდა . აღსანიშNავია, რომ თავად პილოტებმა ობიექტი ვერ შეამჩნიეს.


ასევე ქალაქ კოლჩესტერში(ესექსის საგრაფო) ნახეს ოვალური ფორმის ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, რომელიც არ იყო მეტალის ფერი და არ ჰქონდა რაიმე ამოსაცნობი ნიშნები ან მანათობელი შუქები, მოწმეების თქმით, "საერთოდ არ გააჩნდა მფრინავი აპარატისთვის ჩვეულებრივი მახასიათებლები" და მათ არ სჯერათ, რომ ეს იყო დრონი.

0
378
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0