x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
5 ადგილი ჩვენს პლანეტაზე,სადაც არავითარ შემთხვევაში არ შეგიშვებენ

1-თესლების მსოფლიო საცავი


უზარმაზარი ბუნკერი მდებარეობს ნორვეგიაში. მისი სიღრმე 140 მეტრია, ხოლო გაძლიერებული უსაფრთხოება უბრალოდ შთამბეჭდავია და ამის მიზეზიც არსებობს, რადგან შიგნით ინახება 2, 5 მილიარდი სხვადასხვა კულტურის თესლი.

თესლები მოთავსებულია დალუქულ კონვერტებში, რომლებიც, თავის მხრივ, შეფუთულია ოთხფენიან პლასტიკატის კონტეინერებში, რომლებიც ლითონის თაროებზე დევს. დაბალმა ტემპერატურამ (−18 ° C) და ჟანგბადის შეზღუდულმა რაოდენობამ უნდა უზრუნველყოს მეტაბოლიზმის დაბალი აქტივობა და შეანელოთ თესლის დაბერება
საცავი შეიქმნა ნებისმიერი სერიოზული გლობალური ხასიათის მსოფლიო კატასტროფის პრევენციის მიზნით, თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი განყოფილება.

image


image


2-გველის კუნძული


ატლანტის ოკეანის წყლებში მდებარე გველის კუნძული ძალიან ახლოს არის ბრაზილიის ნაპირებთან. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი ბოტროფსი ბინადრობს(Bothrops insularis). მათი პოულაციის შენარჩუნების მიზნით, კუნძული სამუდამოდ დაკეტეს.

როდესაც აკრძალვა დაწესდა, ხელისუფლება ფიქრობდა არა მხოლოდ გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზეც, რადგან ამ ადგილის მონახულება შეიძლება სერიოზული შედეგებით დასრულდეს - კვადრატულ მეტრზე მინიმუმ ერთი გველი მოდის.

image

image

სურტსეის კუნძული


ის მდებარეობს ისლანდიასთან და 1963 წელს ერთდროულად რამდენიმე წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის წყალობით ჩამოყალიბდა. მისი ფართობი 3 კვადრატული კილომეტრია.

image

კონძულის გაჩენამ მთელი მსოფლიოს მეცნიერებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, რადგან სურტსეის კუნძული არის ვიზუალური მოდელი, თუ როგორ დაიბადა სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე და იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს ამ პროცესს, უცხო პირების შესვლა სასტიკად აკრძალულია.იგი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდროების ნუსხაშია შეყვანილი.

image

აღსანიშნავია სურტსეის კუნძულზე ორი წლის შემდეგ იხარა მცენარეებმა, ესენია Funaria hygrometrica, Bryum argenteum და Trapelia coarctata.1980 წლისთვის მცენარეთა სახეობების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, ხოლო 2008 წლისთვის კუნძულზე მეცნიერებმა უკვე 69 სახეობის მცენარე აღმოაჩინეს .

image


ზონა-51


2013 წლამდე აშშ-ს მთავრობა გულმოდგინედ უარყოფდა ფაქტს ზონა -51 არსებობის შესახებ და აცხადებდა რომ მათ ქვეყანაში მსგავსი არაფერი არსებობდა.

ამჟამად ის პლანეტის ყველაზე დახურული და საიდუმლო სამხედრო ბაზაა. მდებარეობს ლას – ვეგასიდან 135 კმ – ზე და იდეალური ადგილია, როგორც ახალი იარაღის, ასევე ახალი სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებისთვის და ცდებისთვის. დაუზუსტებელი ინფორმაციის თანახმად, ზონა -51 უცხოპლანეტელების კოსმოსური ხომალდის ჩამოვარდნის ადგილზე შეიქმნა იმის გამო რომ, თითქოსდა ისინი ისე ცდილობდნენ მთელი მსოფლიოსთვის დაემალათ იგი.

image

image

საროვი(ყოფილი არზამას 16)


ქალაქი რუსეთში 94 ათასი მაცხოვრებლით, სადაც შესვლა სასტიკად აკრძალულია, ქალაქი დახურული და ძლიერ დაცულია: მას აქვს ძალზე მკაცრად დაცული საზღვარი, მავთულხლართების მრავალი რიგი, საკონტროლო ბილიკის ზოლი, უახლესი სათვალთვალო აღჭურვილობა, რომელსაც გვარდია აკონტორლებს.

image

არზამას -75, შემდეგ -16 1940 წლებიდან ბერიას ხელმძღვაენლობით იქცა ბირთული კვლევების ცენტრად და შესაბამისად ჩაკეტილ და გასაიდუმლებულ ქალაქად.ამჟამადაც აქ მიმდინარეობს ახალი მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, მსოფლიო დონის სამეცნიერო შედეგების მიღება, ტარდება ფუნდამენტურად უნიკალური და გამოყენებითი კვლევები.

image

0
215
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
215
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0