x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებიც თავისი ვულგარული ჩაცმულობით ყველას შოკში აგდებენ

image


მსოფლიო შოუ- ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ნახევრად შიშველი კაბების ტარება უცხო არ არის. მათ საჯარო სიშიშვლეს მათივე პროფესია ავალდებულებთ, ვინაიდან სელებრითები მშვენივრად ხვდებიან რომ მოკრძალებული "ლუქებით" მათ ფოტოგრაფების ყურადღების მიღმა დარჩენა და მათივე თამამი კოლეგების ჩრდილში ყოფნა ემუქრებათ, მაგრამ თუკი ზოგიერთი ვარსკვლავი გარშემომყოფების ყურადღების მიქცევას დახვეწილი და სექსუალური სამოსით ცდილობს, ზოგიერთებს ამ მხრივ ზომიერების გრძნობა აშკარად ღალატობთ და საზოგადოების მხრიდან დაცინვის ობიექტებიც ხდებიან. თავადაც მოგეხსენებათ სექსუალურ და ვულგარულ ჩაცმულობას შორის რაოდენ მცირე ზღვარია, და ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირების და სამწუხაროდ მისი დაცვა მათ წლებთან ერთად მაინც ვერ ისწავლეს. წარმოგიდგენთ ჰოლივუდის 8 ვარსკვლავს, რომელიც თავისი ვულგარული იმიჯის წყალობით მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ყველაზე ხშირად ხვდება.


image


ბოტფორდები, ბადეები და ჭრილები ინტიმურ ადგილებზე - ფიბი პრაისის გარდერობი იდეალური იქნებოდა ჰელოუინის დღესასწაულის აღსანიშნავად, თუმცა წარმატებული მოდელი და მსახიობი ასეთ სტილს წელიწადის 365 დღე ატარებს.


image


ბოტფორდები ყველაზე მზაკვრული ფეხსაცმელია, რომელთანაც დამეგობრებას რიტა ორა უკვე დიდი ხანია ცდილობს, თუმცა ამ ტრენდულ ფეხსაცმელთან მომღერალი რატომღაც ჯიუტად ატარებს ბადე - კოლგოტებს და ულტრა მინი - კაბებს, რაც საკმაოდ ვულგარულად გამოიყურება.


image


კაილი ჯენერი გიჟდება თამამ ჩაცმულობაზე, რომელსაც სრულწლოვნებამდეც თავისუფლად ატარებდა. უმცროსს ჯენერს - საოცრად ქალური ფიგურა აქვს, რომელსაც ის ხაზს ყოველთვის მომდგარი, ღრმა ჭრილიანი და მოკლე კაბებით უსვამს, თუმცა სატელევიზიო რეალითი- შოუს ვარსკვლავზე ასევე გამჭირვალე, გრძელი კაბების ნახვაც იშვიათობას არ წარმოადგენს.


image


57 წლის ბაი ლინგი თავისი გარეგნობით მხოლოდ ორ კითხვას ბადებს: როგორ ახერხებს ის ამ ასაკში ასე გამოიყურებოდეს და რატომ შიშვლდება ის ყოველთვის საზოგადოების წინაშე?


image


ემბერ როუზი თავისი ჩაცმულობით თითქოს მიგვანიშნებს რომ სიმორცხვე საჭირო არ არის, და ამ სიტყვებს ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი თავისი სტილითაც ადასტურებს. გოგონა წითელ ხალიჩაზე სულ თავისუფლად შეიძლება გამოჩნდეს მბზინავი ჯაჭვებით შექმნილი კაბით ან თუნდაც საცურაო კოსტიუმით.


image


ემბერ როუზის მეგობარი ბლექ ჩაინა ასევე არ ფიქრობს, რომ დეკოლტის დემონსტრირება ავტომაურად ფეხების დაფარვას ნიშნავს. გოგონა თავისი უნაკლო ფორმების არა თუ დამალვას, არამედ დემონსტრირებას ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს.


image


როგორც ჩანს, ლინდსიმ პაპარაცების ობიექტივში არაადეკვატურ მდგომარეობაში მოხვედრა საბოლოოდ შეწყვიტა, თუმცა მისი საეჭვო ჩაცმულობა მისი გარდერობის დატოვებას რატომღაც არ ჩქარობს. სელებრითის - უნიფორმა გამჭვირვალე, მაქმანიანი სამოსის ბეწვის ქურთუკებთან შეხამებაა.


image


როდესაც ნიკი მინაჟმა პირველად სცენის დაპყრობა დაიწყო, გოგონას ბევრმა თაყვანისმცემელმა გადაწყვიტა, რომ თამამი კოსტიუმები მხოლოდ მისი იმიჯის ნაწილი იყო, თუმცა მას შემდეგ რეპერმა ქალბატონმა ყველას დაუმტკიცა, რომ ვულგარული "ლუქები" არა მის სტილისტებს, არამედ თავად მას მოსწონს.







0
82
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
82