x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბიანკა ცენსორის ეპატაჟური "ლუქები", რომლითაც ყველას შოკში აგდებს

image



გასული წლის იანვარში გავრცელდა ინფორმაცია ქანიე უესტის ბიანკა ცენსორიზე დაქორწინების შესახებ. რეპერი კიმ კარდაშიანთან განქორწინების შემდეგ საკმაოდ ხშირად იცვლიდა პარტნიორებს, ამიტომ ბიანკაზე ქორწინება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა.


image

კიმის ოჯახთან დაახლოებული პირები მაშინ დარწმუნებით აცხადებდნენ, რომ ისინი ამ ქორწილს სერიოზულად არ უყურებდნენ, რადგან წყვილს შორის არნაირი სიყვარული არ იყო, თუმცა აგერ უკვე მეორე წელია ქანიე ბიანკას ჯერ კიდევ არ დაშორებულა. რა არის ცნობილი რეპერის იდუმალ მეუღლეზე?





ბიანკა ცენსორის პროფესია და საქმიანობა


image


29 წლის ბიანკა ცენსორი პირველ რიგში ცნობილია, როგორც ბრენდ "Yeezy"-ის დიზაინერი, რომელსაც რეპერი და ცნობილი ბიზნესმენი ქანიე უესტი ფლობს. გოგონამ მელბურნის უნივერსიტეტი დაამთავრა, 2017 წელს კი ჯერ არქიტექტურის ბაკალავრის დიპლომი, 2020 წელს კი - მაგისტრის ხარისხიც აიღო. მოგვიანებით გაირკვა რომ "Yeezy"-მდე მას საიუველირო ბრენდი "Nylons Jewellery"-ი ჰქონდა, თუმცა ქანიესთან მუშაობის დაწყების შემდეგ ბიანკა საიუველირო ბრენდს საერთოდ ჩამოცილდა.




ბიანკა ცენსორის ურთიერთობა ქანიესთან


image


ინსაიდერების ინფორმაციით, ქანიემ და ბიანკამ ერთმანეთი 2020 წელს სოციალურ ქსელებში გაიცნეს. რეპერმა გოგონას პირველმა მისწერა და ისიც მაგისტრატურის დასრულებითანავე მელბურნიდან პირდაპირ ლოს-ანჯელესში გაეშურა, სადაც მუშაობა მის კომპანია "Yeezy"-ში დაიწყო, სწორედ იქიდან იწყება მათი სამსახურეობრივი რომანიც. ქანიეს ოფიციალური განქორწინების შემდეგ წყვილი საკმაოდ მალევე დაქორწინდა.





ბიანკა ცენსორის ეპატაჟური სტილი



image


ქორწილამდე ბიანკა გრძელ თმას ატარებდა და ზოგადად, თავისი სტილით ძალიან ჰგავდა კიმ კარდაშიანს. სავსე ბიუსტი, გაშლილი გრძელი თმა და დიდი თეძოები. ბაძავდა თუ არა ბიანკა განზრახ კიმს უცნობია, თუმცა როგორც თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, ადრე ის ბევრად უფრო ქალურად გამოიყურებოდა.


image


საიდუმლო არ არის რომ ქანიეს საკუთარი პარტნიორების სტილში კორექტივები ყოველთვის შეჰქონდა. ამის შესახებ თავად კიმიც კი საუბრობდა, რაც მოგვიანებით ჯულია ფოქსმაც დაადასტურა. ქორწილის შემდეგ ბიანკას გარეგნობა საგრძნობლად შეიცვალა, თუმცა ეპატაჟური სტილით მას არც თავად მილიარდერი მუსიკოსი ჩამორჩება, რომელიც პუბლიკას თავისი უცნაური ჩაცმულობით დროდადრო არანაკლებ "ანერვიულებს".


image


პირველ რიგში, ბიანკამ "პიქსის" ვარცხნილობა გაიკეთა და თმა ქერად შეიღება. ახალი იმიჯი მას აშკარად უხდება, თუმცა მისი ქალურობა, რბილად რომ ვთქვათ, უკვალოდ გაქრა.



image



რატომ აიძულებს ქანიე ცოლს მხოლოდ კოლგოტის ტარებას? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია...



image


ამასთან, მისი ეს ეპატაჟური სტილიც საკმაოდ უცნაურად და გამომწვევად გამოიყურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს კიმის "ლუქის" ერთგვარი გადამღერებაა, საუბარია "Met Gala"-ზე, როდესაც ის წითელ ხალიჩაზე მონოტონურ შავი ფერის კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა, რომელიც მას სახესაც კი უფარავდა. შეიძლება მას უბრალოდ სიყვარულის გამოხატვის ასეთი უცნაური ფორმა აქვს ან შეიძლება უბრალოდ დესპოტია ან ის საერთოდ "ტვეობაში" ჰყავს!?


image


იმედი ვიქონიოთ, რომ რომ ბიანკა ამ ურთიერთობაში თავს კარგად გრძნობს და თავს არ დაკარგავს მეუღლის მხრიდან მის სტილზე განუწყვეტელი ექსპერიმენტების ძიებაში, წინააღმდეგ შემთხვევეაში მასაც სავარაუდოდ "მოსიყვარულე" ქმრისგან გაქცევა მოუწევს...


imageimageimageimage







0
417
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
417