x
image
რუსუდან ნადირაშვილი
“ჩვენ არ ვართ დიქტატურა და ქვეყანაში თავისუფალი ხმა ისმის” – გიული ალასანია
image

.

პატიმარი ექსპრეზიდეტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, ბიზნესმენ გიული ალასანიას შეფასებით, დღეს ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამოთქმის პრობლემა არ არის და ქვეყანაშიც არ არის დიქტატურა. მისივე განმარტებით, ამის მაგალითი კი ის ტელევიზიებია, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოთქმა. ამის შესახებ გიული ალასანიამ ტელეკომპანია ფორმულას სტუდიაში, ნინო ჟიჟილაშვილის საავტორო გადაცემა პოლიტმეტრში სტუმრობისას ისაუბრა.

.


“ჩვენ არ ვართ დიქტატურა და კიდევ კარგი, რომ არ ვართ. თავისუფალი ხმა ისმის, თქვენი არხი [ფორმულა] სხვა არხებია, სადაც ადამიანებს აქვთ საშუალება, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, გამოთქვან თავისი აზრი, ეს კარგია”- განაცხადა გიული ალასანიამ 17 ნოემბერს, “ფორმულის” გადაცემა “პოლიტმეტრში სტუმრობისას.

.

1
85
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
85
  
2023, 19 ნოემბერი, 16:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1