x
image
რუსუდან ნადირაშვილი
სევდიანმა ლიზა იასკომ ვალენტინობას „შურისძიების კაბა“ ჩაიცვა - „ეს დღე ისევ შეიძენს ჩემთვის მნიშვნელობას“
image

.

“იმედი მაქვს, ერთხელაც ეს დღე (ვალენტინობა) ისევ შეიძენს ჩემთვის მნიშვნელობას... სიყვარულის დღე“ - ამის შესახებ რადას დეპუტატი ლიზა იასკო "ინსტაგრამზე" წერს და ე.წ. შურისძიების კაბაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის შესანიშნავად გამოიყურება.

პატარა შავი კაბა პირველად “შურისძიების“ მიზნით პრინცესა დიანამ ჩაიცვა სამეფო ღონისძიებაზე, როდესაც გაიგო, რომ მას პრინცი ჩარლზი ღალატობდა. სწორედ ამის შემდეგ დამკვიდრდა ეს ტერმინი.


.

ლიზა იასკოს გულშემატკივრები ამხნევებენ და სწერენ, რომ მისი სილამაზიდან და პერსონიდან გამომდინარე, მისთვის ყოველი დღე სიყვარულის დღე უნდა იყოს.

.

image

ლიზა იასკოს და მიხეილ სააკაშვილის რო­მა­ნის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ჯერ კი­დევ 2020 წელს გახ­და, ხოლო 2023 წლის ზა­ფხულ­ში იას­კომ გა­ნა­ცხა­და, რომ მას შვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ფოტო მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. რო­გორც მე­დია წერს, სა­ა­კაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლებ­საც კი არ უნა­ხავთ ბავ­შვი.

.

"არც მე და არც დე­და­ჩემს არ გვი­ნა­ხავს მი­შა­სა და ლიზა იას­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნი. ვი­ცით, რომ გო­გო­ნა 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ი­ბა­და", - გა­ნუ­ცხა­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ძმამ, და­ვით­მა, ინ­ფორ­მა­ტორს.

თუმცა მოგვიანებით წყვილი დაშორდა. როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გაავრცელა, მისი მომავალი მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება:

"ყვე­ლა­ნა­ი­რი ბინ­ძუ­რი ჭო­რის გა­სა­ფან­ტად, ჩემი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ახლა და მო­მა­ვალ­შიც მთლი­ა­ნად უკავ­შირ­დე­ბა სო­ფოს და იმ დიდ სიყ­ვა­რულს, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მე, მას და ალი­სას" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0