x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508855
ONE TREE HILL - დასრულდა!
image
- So make your wish;
- Do you have it?
- Good.
- Now belive in it, with all your heart.
სწორედ ამ სიტყვებით დასრულდა CW-ს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი სახელად One Tree Hill (ერთი ხის გორაკი).
One Tree Hill - ის გადაღება 2003 წელს დაიწყო რეჟისორმა მარკ შვონმა. ფილმში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მსახიობები როგორებიც არიან სოფია ბუში, ჩედ მაიკლ მური, ჯეიმს ლაფერტი, ბეტანი ჯოი ლენზი, ჰილარი ბარტონი და სხვა მრავალი.
One Tree Hill ეს არ არის მხოლოდ სერიალი. ეს არის მთელი სამყარო. One Tree Hill-ში ხაზგასმულია ისეთი მნიშვნელოვანი იდეები როგორებიცაა მეგობრობა, ერთგულება, სიყვარული, თანადგომა, მხარდაჭერა, ოჯახის პატივისცემა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მუსიკა, რომელიც უდიდეს როლს თმაშობს თითოეულ ეპიზოდში. ყოველი მელოდია ზუსტად შეესაბამება მოცემულ მომენტს. One Tree Hill - ის მუსიკას ეკუთვნის ორი ალბომი: 1) Friends with Benefit, 2) The Road Mix.
ზუსტად ათი წელი მიმდინარეობდა სერიალის გადაღება. One Tree Hill - ის გულშემატკივრები სულმოუთქმენლად ელოდნენ ახალი სერიის გამოჩენას. სამწუხაროდ ფილმი ქართულ არხებზე არ გადის, მაგრამ მისი ნახვა მრავალ საიტზეა შესაძლებელი. ეს სერიალი მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს და ძალიან ღრმა და სასიამოვნო მოგონებებით დაამახაოვრებს თავს.
0
68
1-ს მოსწონს
ავტორი:Miss M
Miss M
68
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0