x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
ნოლი კომპლექსი: 6 ვარსკვლავი, ვისთვისაც კადრში გაშ#შვლება პრობლემა არ არის

image


მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები რეჟისორების მითითებების შესრულებას მიჩვეულები არიან, ყველა მათგნი თამამ სცენებში მონაწილეობისთვის ბოლომდე მაინც მზად არ არის, ამიტომ ზოგი მსგავსი პირობისგან უმალვე აბსტრაგირდება, ზოგიც უხერხულობის გრძნობას ალკოჰოლით იკლავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც კადრში დედიშობილა გამოჩენა არანაირი სირთულე არ არის. დღეს, სწორედ იმ მსახიობებზე მოგიყვებით, ვისთვისაც კადრში გაშიშივლება ჩვეულებრივი მოვლენაა.




შარლიზ ტერონი


image


მშვენიერმა შარლიზმა კოლეგების მსგავსად, კინოში პირველი როლები მხოლოდ საკუთარი გარეგნობის გამო მიიღო. რეჟისორები გრძელფეხა ლამაზმანისთვის როლებს თამამ სცენებში უპრობლეომოდ პოულობდნენ, რაზედაც ის საკმაოდ მშვიდად რეაგირებდა, ხოლო თუ ამა თუ იმ ეპიზოდს ის შესაფერისად თვლიდა, მაშინ დამწყები მსახიობი შეთავაზებაზე ზედმეტი ყოყმანის გარეშე თანხმდებოდა, იმისდა მიუხედავად რა ფორმით მოუწევდა მას კადრში გამოჩენა.




მონიკა ბელუჩი


image


ახალგაზრდობაში შავგვრემანი ლამაზმანი საკუთარ თაყვანისმცემლებს პიკანტური სცენებით ხშირად ანებივრებდა. რეჟისორები მისი სილამაზის მაყურებლისგან დამალვას მკრეხელობად მიიჩნევდნენ, და იმისდა მიუხედავად, რომ მსახიობის მეორე ნახევრები მის სიმშვიდეს ასეთ სცენებთან დაკავშირებით ყოველთვის არ იზიარებდნენ, ის თავისას მაინც არ იშლიდა, მონიკა მათ არწმუნებდა რომ ინტიმური სცენების გადაღებისას არანაირ დისკომფორტს არ გრძნობდა, რადგან ეს ყველაფერი ფიქცია იყო.




ქეით უინსლეტი


image


"ტიტანიკში" ქეით უინსლეტის მიერ შესრულებულმა მშვენიერმა როუზმა ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სრული უმრავლესობა მოხიბლა. ახალგაზრდა მსახიობი სულ არ დააბნია იმ სცენამ, სადაც ის საკუთარი პარტნიორის წინაშე დედიშობილა პოზირებდა. ამ გახმაურებული დრამის შემდეგ მსახიობი ისეთ როლებზე სადაც მკერდის მოშიშვლება ან სხეულის სხვა ინტიმური ნაწილების ჩვენება იყო საჭირო უარს პრაქტიკულად არასდროს ამბობდა.




ემილია კლარკი


image


"GOT"-ის ვარსკვლავის თქმით, მას შიშველი გადაღება არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, პირიქით, მოსწონს კიდეც. მთავარია ამას ისე მოეპყრო როგორც საქმეს, და როლი ბოლომდე ისე შეასრულო, როგორც ამას შენი პერსონაჟი მოითხოვს, აცხადებს "Game of Thrones"-ის ვარსკვლავი, ემილია კლარკი.




რაიან გოსლინგი


image


კანადელი მსახიობი კადრში შიშველი ტორსით ყოველთვის სიამოვნებით ჩნდება. ის თავის საქმეს, პირველ რიგში, ხელოვნებად მიიჩნევს, და საკუთარ შიშველ სხეულში განსაკუთრებულ სენსუალობასაც პოულობს.




ტომ კრუზი


image


ფილმ "შეუსრულებელი მისიის" ვარსკვლავს კარიერის გარიჟრაჟზე ხშირად სთავაზობდნენ ისეთ როლებს, სადაც მის პერსონაჟს გახდა უწევდა, ახალგაზრდა მსახიობი კადრში არა მხოლოდ ჰარმონიულად მუშაობდა, არამედ გამოჩენისთანავე მრავალი გოგონას გულიც მოინადირა. ფილმში კრუზის თამამი სცენების დამატებით რეჟისორები საკუთარი ნამუშევრების საკასო შემოსავალს ერთი ორად ზრდიდნენ.








0
699
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
699