x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები რელიგიაზე
image

***ბოლო გამოკვლევით დედამიწაზე 33% ქრისტიანია, 21 %-მუსულმანი, 14 %-აღიარებს ინდუიზმს, 6 % -ბუდისტი, იგივე 6 % -ტრადიციულ ჩინური რელიგიის მიმდევარია, 0, 37 % -სიკხები, 0, 2 % -იუდეველები, 7 % -სხვა რელიგიები.



***არსებობს სამი ძირითადი მსოფლიო რელიგია, მათგან ყველაზე უძველესია ბუდიზმი, შემდეგ მას მოსდევს ქრისტიანობა და ისლამი.რელიგია რომ გახდეს საყოველთაო მსოფლიოში, რომელიმე რელიგიამ უნდა გადაწონოს და თან არ უნდა ასოცირდებოდეს ეროვნებასთან და სახელმწიფოებრიობასთან.***



***ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური რელიგიაა აქვთ აფრიკელ დოგონის ტომებს.ეს გახლავთ ვარსკვლავი სირიუსი-ისინი არ თვლიან მას ღმერთად ან წმინდა სულად(სხვათა შორის ამ ვარკვლავის შესახებ უფრო ადრე იცოდნენ, ვიდრე ასტრონომები აღმოაჩენდნენ.)მათი რწმენით დიდი ხნის წინათ სირიუსის ერთ-ერთ პლანეტიდან ესტუმრათ კოსმოსური ხომალდი რომელმაც ჩამოიყვანა მათი წინაპარი ნახევრად ადამიანი და ნახევრად გველი ნომ-მოა.***


image

ფოტოზე:დოგონების სტატუა ნომ-მო(17-18 საუკუნე)



***ჯაინი-ერთ-ერთი უძველესი და ალბათ ყველაზე ჰუმანური რელიგია მსოფლიოში.IX—VI საუკუნეში ჩვ.ერამდე ინდოეთში აღმოცენებულ ამ რელიგიას 5 მილიონი მიმდევარი ჰყავს.


რელიგიის უმთავრესი პრინციპია-არ მიაყენო არავითარი ზიანი ცოცხალ არსებას.ამიტომ ამ რელიგიის მიმდევრები არასდროს კიდებენ ხელს იარაღს და არ ჭამენ ხორცს.***


image

სურათზე-ჯაინიზმის სიმბოლო, რომელიც 1974 წელს მიიღეს.



***სამყაროს აღსასრულზე და მესიის მოსვლაზე თითქმის ყველა რელიგია საუბრობს.იესო ქრისტე(ქრისტიანებში), სოაშიანტა(ზოროასტრიზმში), მაიტრეა(ბუდიზმი), მაშიახა(იუდეიზმი)

და ა.შ.


პრინციპიც ყველა რელიგიაში იგივეა:მესია იმიტომ ბრუნდება, რომ გამართოს საშინელი სასამართლო.მას წინ უძღვის მსოფლიო კატასტროფა, წყალდიდობები, ხანძარი და ა.შ.სამყაროს გაწმენდის შემდეგ სიცოცხლე კვლავ გაგრძელდება ახალ სამყაროში.***

image


***ავესტა-ყველაზე ძველი ტექსტი, რომელიც სამყაროს აღსასრულზე გვამცნობს.უძველესი სპარსული წმინდა წიგნი ზოროასტრიზმას რელიგიიდან.***



***ნორვეგიული ლუთერალური ეკლესია მრევლს სთავაზობს ყველა ცოდვებისგან მომენტალურ განთავისუფლებას და სამოთხეში მოხვედრას.ამისთვის საჭიროა სულ 12 წამი, ანუ დაახლოებით ამდენი წამი სჭირდება განსაკუთრებული ლოცვის წაკითხვას.***

image

***კათოლიკე ქრისტიანი უფრო მეტია მსოფლიოში ვიდრე სხვა ქრისტიანები ერთად აღებული.***




*** ბიბლიის ნაწყვეტები გადათარგმნილია 2212 ენაზე, მთლიანად ბიბლია დაბეჭდილია 366 ენაზე.ხოლო ახალი აღთქმა თარგმნილია 928 ენაზე.***

image

***ყველაზე პოპულარული სახელი მსოფლიოში მუჰამედია.***



***ღიტინი ზოგიერთ აღმოსავლეთ ქვეყანაში ცოდვათაა მიჩნეული, როგორც ამღზნები საშუალება.***

image


*** ჯოჯოხეთში 716 გრადუსია-ასე გამოთვალეს მეცნიერებმა ბიბლიის ციტატებზე დაყრდნობით.***



*** პირველი სარეკლამო პლაკატი დაიბეჭდა ინგლისში 1477 წელს და ეს იყო ლოცვის წიგნი.***

1
204
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
204
  
2023, 17 ნოემბერი, 2:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1