x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
“ამან მთხოვა, გვაცალე ალერსიო და…"-გიორგი შავგულიძის მეუღლის, მსახიობ ლიზა ვაჩნაძის მოგონებიდან
image

დღეს, 16 ნოემბერს, შესანიშნავი ქართველი მსახიობის, გიორგი შავგულიძის დაბადების დღეა, ამ თარიღთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ მისი ცხოვრებიდან.


1932 წელს მსახიობი ლიზა ვაჩნაძე რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადავიდა, გოგონა 22 წლის იყო, სწორედ იქ გაიცნო გიორგი შავგულიძე.


სპექტაკლში, "ყვარყვარე თუთაბერი", გიორგი და ლიზიკო შეყვარებულებს თამაშობდნენ, თუმცა სპექტაკლში თამაში რეალურ სიყვარულში გადაიზარდა, 1934 წელს დაქორწინდნენ კიდეც და მიწურ, ოთახში დასახლდნენ, რომელსაც სარკმელიც კი არ ჰქონდა.




ლიზა ვაჩნაძე იხსენებს:



“ყვარყვარე თუთაბერში” უშანგი ჩხეიძის პარტნიორი გახლდით. ჟორას რევოლუციონერის როლი ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ბატონი უშანგი ჩემს გმირს მუხლებზე ისვამდა და ხვევნა-კოცნას უწყებდა. კულისებში მდგომი გიორგი ბოლოს უნდა გადმომხტარიყო და ყვარყვარე განზე გაესროლა.


როგორც კი ბატონი უშანგი მუხლზე დამისვამდა, გიორგი რეპლიკას აღარ ელოდებოდა და სცენაზე ხტებოდა. მის გამო სცენა რამდენჯერმე გამიფუჭდა. ერთ დღესაც ვთხოვე, ეს აღარ გაეკეთებინა. ჟორამ მიპასუხა, კარგი, ბატონო, დაგაცდითო.



იმ საღამოს სცენამ კარგად ჩაიარა, რეპლიკაც ითქვა, მაგრამ შავგულიძე აღარ გამოდიოდა. ყველამ რომ დაუძახა, გადმოხტიო, მერე გადმოხტა. ჩვეულებრივზე მრისხანედ ისროლა უშანგი იქით, მე კი – აქეთ.


რეპეტიციის ბოლოს უშანგიმ ჰკითხა, გადმოხტომა რატომ დააგვიანეო. ჟორამ ნიშნისმოგებით გადმომხედა და უპასუხა: “ამან მთხოვა, გვაცალე ალერსიო და…”


უშანგი მიხვდა, რომ სცენური რომანი ჩვენს პირად ცხოვრებაში იყო შემოჭრილი.”

0
450
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0