x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შეცდომები, რომლებსაც ფილმის ყურებისას, რატომღაც ვერ ვამჩნევდით
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.



image


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.






კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.










თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).






წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული. თუმცა საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფილმებს უყურებს, რათა ისწავლოს ან გაიგოს კიდევ მეტი. თუმცა, დღევანდელი კრებულის ფილმებში გაპარული შეცდომები, ალბათ ბევრ თქვენგანს არ შეუმჩნევია.


შეცდომები, რომლებსაც ფილმის ყურებისას, რატომღაც ვერ ვამჩნევდით



1. "მისტერ და მისი სმიტები". image

ავტომობილის სალონი ორ წამში შეიცვალა.





2. "მესამე ზედმეტია". image

ამობრუნებული ტელეფონით მასზე ვინმე საუბრობთ?





3. "ის".image

სხვა რაკურსით გოგონა სხვა ხელით წერს.





4. "თორი: რაგნაროკი".image

თორის ქვეშ დამწვარი ბალახი სასწაულებრივად აღდგა.





5. "ბეჭდების მბრძანებელი- ბეჭდის საძმო".image

ავტომობილის კვალი.





6. "მარია- ანტუანეტა".image

როგორც ჩანს მარია-ანტუანეტა თანამედროვე კედებსაც იყენებდა.





7. "საოცრება ქალი". image

კი, მაგრამ ამ კაბის ქვეშ კაბა-კოსტიუმი როგორ ეცვა?





8. მერლინი.image

ვიღაცას წყლის ბოთლის აღება დაავიწყდა.





9. "ტერმინატორი 2".image

ნატყვიარები ქურთუკიაან სასწაულებრივად გაქრა.





10. "დალასის შემსყიდველთა კლუბი".image

ფილმში ვითარება 1985 წელს ხდება. კრისტიან ბეილის უკან გაკრულ ფოტოზე მოცემული ავტომობილის მარკა 2011 წელს გამოვიდა.



0
227
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0