x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თითქოს ჩაცმულები, მაგრამ გახდილები: ვარსკვლავების ზედმეტად პროვოკაციული "ლუქები"

image


სელებრითები კამერების ქვეშ ცხოვრებას უკვე დიდი ხანია რაც მიეჩვივნენ, ამიტომ თავიანთი პერსონისადმი ყურადღების ნაკლებობას ისინი საკმაოდ მძაფრად და მტკივნეულად აღქვამენ, ამიტომ ყურადღების მიქცევას ისინი მათ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობენ, მათ შორის გაშიშვლებითაც კი. ეს სტატიაც სწორედ იმ ვარსკვლავებს ეძღვნება, რომლებიც ყურადღების მიქცევის მიზნით ყველაფერზე მიდიან.





კენდალ ჯენერი


image


მოდელის ხილვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მხოლოდ თამამ და ეპატაჟურ "ლუქებშია" შესაძლებელი. ის ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი წვეულების ყურადღების ცეტრში მოქცევას, რაც წარმატებით გამოსდის კიდეც. ისე, ასეთი ფიგურით ჯენერს შეუძლია საკუთარ თავს ამის უფლება ნამდვილად მისცეს.





ტრინიტი ვიგორსკი


image


მადონას ქალიშვილის ლურდესის მეგობარი წლევანდელ "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე საკმაოდ პროვოკაციული კომბინეზონით გამოცხადდა. გოგონას ჩაცმულობა საკმაოდ ორაზროვანი გამოვიდა: ის თითქოს ჩაცმულიც იყო, მაგრამ ამავე დროს შიშველიც.





ჯორდან დანი


image


გოგონამ წითელი ხალიჩისთვის საკმაოდ პროვოკაციული კაბა შეარჩია, რომლის ზედატანიც "ტატუს" მსგავსი აპლიკაციებით იყო გაფორმებული, მთლიანობაში დანის ჩაცმულობა გრძელი ორგანზას ქვედაბოლოთი საკმაოდ ღირსეულად გამოიყურებოდა.





სიარა


image


წელს სიარა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე თავისი თამამი ჩაცმულობის წყალობით ტოპ ათეულში მოხვდა. ამჯერად, მომღერალმა არჩევანი მბზინავ ბადეზე, ხელთათმანებსა და სტრინგზე შეაჩერა. ფერი შემსრულებლის კანის ტონთან იდეალურად იყო შერწყმული, ფაქტია, რომ ამერიკელი მომღერალი თავისი თამამი ჩაცმულობის წყალობით ყურადღების ცენტრში ერთმნიშვნელოვნად მოექცა.





დოჯა კეტი



image


რამდენიმე წლის წინ შემსრულებელმა საკუთარი პერსონისადმი ყურადღების მიპყრობა ეპატაჟური ჩაცმულობით სცადა. ერთ - ერთ ღონისძიებაზე ის გრძელ ბუმბულიან და ღრმა დეკოლტირებულ კაბაში გამოჩნდა, საიდანაც მომღერლის მკერდი "ამოხტომას" ყველა საშუალებით ლამობდა.





ემილი რატაკოვსკი


image


წელს ამერიკელმა მოდელმა გადაწყვიტა თავისი ჩაცმულობით ყველა აღეფრთოვანებინა. სელებრითის გრძელი, გამჭვირვალე კაბა საზოგადოებას საშუალებას აძლევდა მისი ბრწყინვალე ფიგურა დეტალურად შეეფასებინა, ხოლო მის "ღირსებებზე" არსებული თასმები ვარსკვლავის სხეულის ყველაზე პიკანტურ ადგილებს ფარავდა.





როშელ ჰიუმსი


image


ბადისებრი კაბები მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში გასულ წელსაც საკმაოდ აქტუალური იყო. საკუთარ კოლეგებს არც როშელ ჰიუმსი ჩამორჩა და კანის კინოფესტივალისთვის ცალ მხარეს ამოჭრილი შავი გამჭირვალე კაბა შეარჩია, რომელსაც მომღერალმა თეთრი, მასიური სამკაულები შეუხამა.






ჯეს გლინი


image


ჯესის ჩაცმულობა საღამოზე საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. შავი თავსაბურავი და უცნაური ასიმეტრიული ქვედაბოლო საცვლებს უფრო წააგავდა ვიდრე სამოსს, რომელიც მისი ფერმკრთალი კანის ფონზე საკმაოდ გოთურად და უხერხულად გამოიყურებოდა.





Jazelle


image


გასულ წელს "Billboard Music Awards"-ზე ახალგაზრდა მომღერალმა მაყურებელი თავისი ნახევრად შიშველი შავი, ბადისებრი კაბით მოხიბლა. რამდენად პრაქტიკულია ასეთი სამოსი უცნობია, თუმცა ეფექტური კი ერთმნიშვნელოვნად არის.





ქეით მოსი


image


ყოფილი ტოპ-მოდელი თავისი ფორმებით საზოგადოების აღფრთოვანებას კვლავ განაგრძობს. მართალია, ის დიდი ხანია პოდიუმზე უკვე აღარ გამოდის, თუმცა წამყვანი მოდის სახლების პროვოკაციული სამოსის მორგებას კვლავ აძლევს თავს.








0
474
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
474