x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რა ეშმაკობებს მიმართავენ ვარსკვლავები ყოველთვის ეფექტურად რომ გამოიყურებოდნენ
image


ცნობილი ქალბატონების ლამაზი და სრულყოფილი სხეულის ფორმები ყოველთვის დამქანცველი ვარჯიშისა და მოსაბეზრებელი დიეტის შედეგი როდია. ზოგჯერ მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ სელებრითები პატარა ეშმაკობებს მიმართავენ, რომელთა წყალობითაც საკუთარი სხეულის ნაკლოვანებებს ეფექტურად მალავენ. სწორედ ერთ - ერთ ასეთ კლასიკურ მაგალითს მაკორექტირებელი საცვალი წარმოადგენს, რომელსაც თითქმის ყველა ცნობილი ქალი იყენებს. კიდევ რა ხრიკებს მიმართავენ ცნობილი სელებრითები იმისთვის რომ ყოველთვის მომხიბვლელად და იდელურად გამოიყურებოდნენ ამას უკვე სტატიიდან შეიტყობთ.





კიმ კარდაშიანი


image


კიმის მკვრივი მკერდის საიდუმლო არც მეტი, არც ნაკლები წებოვანი ლენტია. "დიახ, ამ ლენტის მოცილება კანიდან ძალიან მტკივნეულია - აღიარებს ვარსკვლავი, თუმცა მკერდის დემონსტრირების უფრო ეფექტური მეთოდი ცივილიზაციას ჯერ არ მოუგონია."





ჯენიფერ გარნერი


imageimage


აი, რაც შეეხება ჯენის, ის მაკორექტირებელ საცვალს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ატარებს.





ჯენიფერ ლოპესი


image


ჯენიფერ გარნერის მსგავსად ვერც ამ სექსუალურ პუერტო–რიკოელ მომღერალს ნახავთ "ავადსახსენებელი" მაკორექტირებელი თეთრეულის გარეშე.




ქეით ჰოლმსი



image


ტომ კრუზის ყოფილ მეუღლეს, ერთი შეხედვით, თითქოს იდეალური სხეული აქვს, თუმცა ასეთი შორტების ტარებაზე არც ის ამბობს უარს.





აზია არჯენტო


image


ეს კი უკვე სპეციალური შორტები გახლავთ დუნდულებისთვის, რომელიც მათ "ბრაზილიურ" ფორმებს ანიჭებს.





მოლი შენონი


image


მსახიობმა საკუთარი თეთრეულის დემონსტრირება არც მეტი, არც ნაკლები პირდაპირ სცენაზე გადაწყვიტა.




პერი ედვარდსი


image


ინლისელმა მომღერალმა და ჯგუფ "Little Mix"-ის სოლისტმა მაკორექტირებელი საცვალი სამოსს როგორც ჩანს, ვერ შეუხამა.



image


მომღერალი ტეილორ სვიფტი კი ექსპერიმენტებს პუშ - აპის ეფექტის თეთრეულით ატარებს.






0
395
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
395