x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავების სილამაზის ყველაზე გიჟური საიდუმლოებები
სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.



image



იყო ლამაზი, ნამდვილი სამუშაოა ამისათვის საჭირო და ამაზე კამათი არ შეიძლება. ყველა გოგონამ კარგად იცის, რამდენი ძალისხმევა, დრო და ფული უნდა ჩადოს საკუთარ თავში, რათა გამოიყურებოდეს უნაკლოდ. მაგრამ სილამაზის შენარჩუნების ტრადიციულ მეთოდებს შორის, როგორიცაა კარგი ძილი, ჯანსაღი კვება და რეგულარული ვარჯიში, არის ისეთებიც, რომლებიც ნამდვილად შოკისმომგვრელია. მზად ხართ გაკვირვებისთვის?




ვარსკვლავების სილამაზის ყველაზე გიჟური საიდუმლოებები




1. კიმ კარდაშიანი და წებოვანი ლენტი. image


კიმის ცნობილი ხრიკია ბიუსტის მაღლა ასაწევად და უფრო ლამაზად წარმოსაჩენად. მაშინ მითუმეტეს, როდესაც კაბა აცვია ღრმა დეკოლტეთი.

„დარწმუნდით, რომ კანზე ლოსიონები, ზეთები ან ტანის კრემები არ არის წასმული, რადგან ლენტი მჭიდროდ არ ეკვრის სხეულს. და, რა თქმა უნდა, მოემზადეთ გარკვეული დისკომფორტისთვის, როცა მას კანიდან აიძრობთ."





2. ემა სთოუნი და სოდა. image

ოსკაროსანი მსახიობი ყოველთვის ძალიან კარგად უვლის საკუთარ თავს და კანს. საინტერესო კი ის არის, რომ ემა ყოველთვის არ ანიჭებს უპირატესობას ძვირადღირებული ბრენდების პროდუქტებს, ის ადვილად ართმევს თავს ყველაზე მარტივ და საბიუჯეტო პროდუქტებს. მაგალითად, სოდა, რომელიც, სტოუნის თქმით, ყველაზე ძვირადღირებულ სკრაბზეც კი უკეთ მუშაობს. სხვათა შორის, სოდას არა მხოლოდ სახისთვის, არამედ სხეულისთვისაც იყენებს. ის უბრალოდ ურევს საცხობ სოდას საყვარელ გამწმენდ გელში და "ვუალა"! — La La Land -ის ვარსკვლავის საყვარელი სილამაზის პროდუქტი მზად არის!


მაგრამ არ გადააჭარბოთ დოზას! დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ სოდა, მაგრამ სიფრთხილით. არ შეიზილოთ კანზე ძალიან ძლიერად, თორემ დააზიანებთ მას და შეიძლება სიწითლე გაჩნდეს. ამ უჩვეულო სკრაბის პროცედურის გაკეთება კვირაში 2-3 ჯერ საკმარისზე მეტიცაა.





3. ოლივია უაილდი და კბილის ჯაგრისი.image

ოლივიას საიდუმლო, თუ რატომ არის მისი თმა მუდამ ფორმაში, კბილის ჯაგრისშია. განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როდესაც შვებულებაში იქნებით და თან არ გექნებათ თქვენი თმის მოვლის არსენალი, კბილის ჯაგრისს წაუსვით თმის ჟელე, ლაკი, რაც გექნებათ თან და დაივარცხნეთ. ის იდეალურად დადგება.





4. ზოი სალდანა და მაიონეზი. image

ზოის მბზინავი თმის საიდუმლო მაიონეზშია. მაიონეზში შემავალი კვერცხი, ზეითუნის ზეთი და სხვა პროდუქტები კვებავენ და ბზინვარებას მატებენ თმას. როგორც ჩანს, კუჭისთვის საზიანო პროდუქტი თმისთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ზოი დაბანამდე ისვამს თმაზე მაიონეზს, იჩერებს 15-30 წუთით და შემდეგ კარგად იბანს. მაგრამ გახსოვდეთ, ნუ გამოიყენებთ თმის ნიღბად მაიონეზს წელიწადში ერთზე მეტჯერ.


სხვათაშორის, ამერიკელი მსახიობი ბლეიქ ლაივლის თმის პროცედურის საიდუმლოც მაიონეზშია.





5. კეტრინ ზეტა ჯონსი და თაფლისა და ლუდის ნარევი. image

იმისათვის, რომ თმა სქელი და მოცულობითი იყოს, ქეთრინი დაბანის შემდეგ მასზე ლუდისა და თაფლის ნარევს სვამს. ის 15 წუთის განმავლობაში ტოვებს და შემდეგ იბანს უამრავი წყლით. მაგრამ სუნი... რჩება და საკმაოდ სპეციფიკურია. მსახიობი აღიარებს, რომ ამის შემდეგ ლუდის კასრის სუნი ასდის, მაგრამ შედეგი უბრალოდ ბომბია!





6. ჯენიფერ ლოპეზი და გრეიფრუტის ზეთი. image

შესანიშნავი ფორმის შესანარჩუნებლად 54 წლის ჯეილო იცავს მკაცრ დიეტას და რეგულარულად ვარჯიშობს სპორტდარბაზში. მაგრამ მას ასევე აქვს კიდევ ერთი საიდუმლო. მადისა და შიმშილის შესაჩერებლად, ის მაჯაზე ისვამს რამდენიმე წვეთ გრეიფრუტის ზეთს და პერიოდულად შეისუნთქავს.



0
122
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0