x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ქვეწარმავლების" ოჯახი

ოჯახს ჩრდილოეთ სუმატრადან (ინდონეზია) იშვიათი გენეტიკური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სახის ფორმის გარეგნობის შეცვლას იწვევს. ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ისინი უცხოპლანეტელები, ან ადამიანის და ქვეწარმავლების ჰიბრიდები არიან. მაგრამ, რა შეიძლება იყოს გარეგნულად ასეთი მკვეთრი გარდაქმნების მიზეზი? მეცნიერთა მიერ წამოყენებული ერთ-ერთი თეორია, იშვიათ დაავადებას უკავშირდება, რომელიც ცნობილია პერი-რომბერგის სინდრომის, ან სახის პროგრესირებადი ჰემიატროფიის სახელით.


image


ოფიციალური დიაგნოზის მიუხედავად, ზოგიერთები თვლიან, რომ ოჯახი დაწყევლილია (ადგილობრივებს ჯადოების და მისტიკური მოვლენების ჯერ კიდევ სჯერათ). თავად ოჯახის წევრები კი, სამკურნალო დაწესებულებას არ მიმართავენ, რომ საკუთარი დაავადების შესახებ, უფრო მეტი რამ გაიგონ. ისინი მიჩვეულები არიან იმ ფაქტს, რომ ზოგიერთები ნეგატიური რეაგირება ახდენენ მათ გარეგნობაზე.


image


მანურურგების 6 კაციან ოჯახში, მამა და 3 შვილი აღნიშნული დიაგნოზით ცხოვრობს. ტივური, სახის დეფექტის გარეშე, ერთადერთი ქალიშვილია. ის დედას ჰგავს, მისი დები კი, მამას.

ოჯახის განსხვავებული გარეგნობის წევრები, როგორც აღვნიშნეთ, ხშირად ხვდებიან გაუგებრობაში, საზოგადოების მათდამი დამოკიდებულების გამო, მაგრამ ისინი ყველა სირთულეს მტკიცედ იტანენ. ოჯახი აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ გააჩნიათ. ისინი იმედოვნებენ, რომ საზოგადოებას შეუძლია ისინი ისეთი მიიღოს, როგორიც არიან და დაინახოს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კეთილდღეობა და ბედნიერებაა.

მედია კი, ინტერესით ადევნებს თვალს მათ ისტორიას. ცდილობს გაარკვიოს ანომალიის ბუნება და მისი გავლენა მანურუნგის ოჯახის ცხოვრებაზე.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ატლანტები წარღვნის გამო კი არ გაქრნენ, დედამიწის დაცვას შეეწირნენ

* რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

* ამ სურათებზე რა ხდება? - უცნაური და აუხსნელი ფოტოები (30 ფოტო)

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
706
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
706
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0