x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134550
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რის თქმას აპირებდა ჯონ კენედი და რატომ მოკლეს?

1963 წლის 22 ნოემბერს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდა – ჯონ კენედი ათასობით ადამიანის თვალწინ მოკლეს. როცა ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, ის მთელ რიგ შედეგებს იწვევს. ამიტომ, აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის რეალური მიზეზი, საზოგადოებისთვის დღემდე საგულდაგულოდაა დაფარული.


image


არსებობს მოსაზრება, რომ ჯონ კენედის მკვლელობის მთავარი მიზეზი, NASA–ს მთვარის პროგრამა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები იყო. ამ მოვლენამდე ექვსი თვით ადრე, პრეზიდენტმა მკვეთრად შეცვალა დამოკიდებულება სსრ კავშირის და აშშ-ს შორის, მთვარის ათვისებასთან დაკავშირებული, შეჯიბრისადმი და სსრ კავშირის ხელმძღვანელობას, პროექტზე ერთობლივი მუშაობა შესთავაზა. მაგრამ, უარი მიიღო.

როგორც ზემოთ აღნიშნული ჰიპოთეზის ავტორები ამტკიცებენ, აშშ–ს პრეზიდენტის უნდობლობა, NASA–ს მთვარის პროგრამისადმი, იმ მომენტში ჩაისახა, როდესაც მას უარი ეთქვა, დედამიწის თანამგზავრის კვლევის შედეგების გაცნობაზე. ამან პრეზიდენტსა და კოსმოსურ სააგენტოს შორის, ურთიერთგაგების დონე, მნიშვნელოვნად შეარყია.

NASA–ს წინააღმდეგობის მიუხედავად, კენედიმ საიდუმლო დოკუმენტების გაცნობა მაინც მოახერხა და ეს 1963 წლის გაზაფხულზე მოხდა... და როგორც კონსპირაციული თეორიების ავტორები ამბობენ, იქიდან მოყოლებული, მას კაცობრიობის გაფრთხილება უნდოდა, რომ უცხო, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენლები ჩვენს სიახლოვეს ცხოვრობენ.

კენედი გზავნილს ამზადებდა, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის და მსოფლიოს სხვა ქვეყნებისადმი. მასში პრეზიდენტი მთვარეზე, მასზე მცხოვრებ ცივილიზაციაზე და მათგან მომდინარე საფრთხეებზე აპირებდა საუბარს და ასევე, მას NASA–ს გაკრიტიკებაც უნდოდა. მაგრამ, ამის გაკეთების უფლება არ მისცეს... ის მოკლეს, ხოლო კოსმოსურმა სააგენტომ მოღვაწეობა გააგრძელა. ის მთვარეზე სულ ახალ–ახალ აპარატებს აგზავნიდა და ბოლოს, ადამიანებიც კი გაგზავნეს.

მაგრამ, მოხდა კი ასეთი რამ რეალურად? და თუ არა, მაშინ რაში იხარჯებოდა მთვარის ათვისებაზე გამოყოფილი მილიონები? ხელისუფლება შედეგს ითხოვდა და ამიტომ, სააგენტოს ერთ–ერთი ანგარი გადასაღებ მოედნად გადააკეთეს და მთვარის ზედაპირზე "გადასვლის", მაღალი ხარისხის ფოტოები და ვიდეო გადაიღეს. ახლა უკვე ყველა, სპეციალისტებით დაწყებული და უბრალო ადამიანებით დამთავრებული, ხვდება, რომ აპარატები და სკაფანდრები, რომლითაც ასტრონავტები, თითქოსდა მთვარეზე იყვნენ, ასეთი პრობლემების გადასაწყვეტად, ნამდვილად შეუფერებელი იყო. ამასთან, რაღაც მომენტში, იმდენად განსხვავებული ინფორმაცია გაჩნდა მთვარის პროგრამის შესახებ, რომ შეუძლებელი გახდა გაგება, სად სიმართლე იყო და სად ტყუილი...

კონსპიროლოგებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს არაერთი წელი დასჭირდათ «აპოლონ 11»–თან დაკავშირებული მასკარადის გასარკვევად. არავინ ამბობს, რომ კოსმოსური ხომალდი მთვარემდე არ მივიდა, მაგრამ მას ადგილობრივებმა იქ დაჯდომის საშუალება არ მისცეს*.

ასე, რომ, ადამიანი, მთვარეზე არასდროს ყოფილა და უახლოეს მომავალში, ალბათ, ვერც წავა, რადგან უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომ მთვარის ცივილიზაცია, მშვიდად აგრძელებს არსებობას დედამიწის თანამგზავრზე და სავარაუდოდ, წასვლას არ აპირებს. შესაბამისად, იქ ასტრონავტების გამოჩენა, დიდი საფრთხე იქნებოდა, რასაც NASA არ დაუშვებს და საკუთარ თავს დარტყმის ქვეშ არ დააყენებს.


* «აპოლონ – 11» — პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი თანამგზავრზე დაჯდომა იყო, 1969 წლის 19 ივლისს შედგა.

რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ მთვარეზე მყოფი ნილ არმსტრონგის და NASA წარმომადგენლის დიალოგი, რომელიც ამერიკელმა რადიომოყვარულმა მოისმინა:

არმსტრონგი: – რა არის? ეს რა ჯანდაბაა?

NASA: – რა ხდება? რამე გაფუჭდა? გაგრძელება >>>

image

არხის სხვა სიახლეები:


* უკვე "მარტო" აღარ არის – მაკოლეი კალკინი მამა გახდა

* ნახატებით გადმოცემული ჩვენი რეალობა, რომელიც ნამდვილად დაგაფიქრებთ (25 ფოტო)

* აღმოჩენილია უფრო ძველი დოკუმენტი, ვიდრე შუმერული ჩანაწერებია – საიდან გავჩნდით პლანეტაზე და როგორ მივაღწიეთ ასეთ განვითარებას?

* რა შეუძლია რწმენას? – ამერიკელი გენეტიკოსი ბრუს ლიპტონი



0
1063
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1063
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0