x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ყველაზე ძლიერი უძველესი სახელმწიფო, კაცობრიობის ისტორიაში

ძველი ეგვიპტური პირამიდების და სხვა გრანდიოზული ნაგებობების სიღრმისეული კვლევა, იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ეს ისტორიული ძეგლები ბევრად უფრო ადრინდელ პერიოდს ეკუთვნის, ვიდრე ოფიციალურად არის აღიარებული... და უფრო მეტიც, ზოგიერთი არქეოლოგი ამტკიცებს, რომ ამ ნაგებობებზე იეროგლიფები, ფრესკები, სიმბოლოები და ნახატები ძვ. წ. აღრ. 2-3 ათას წლებში იყო დატანილი, მაშინ როდესაც ამ ძეგლების რეალური ასაკი, დაახლოებით 20 ათასი წელია.


image


ამ დასკვნების გამოტანაში მეცნიერებს წყლის და ქარის ეროზია დაეხმარა, რომლის მიხედვით, ოდესღაც, ჩრდ. აფრიკის ტერიტორიაზე ყვავილოვანი სამოთხე იყო, უამრავი დიდი და პატარა ქალაქებით.

ამის არაპირდაპირი მტკიცებულებები, უძველესი ლეგენდების არაბულ კრებულებში გვხვდება. მაგ., ლიბიაში 2013 წლამდე არსებობდა ტრაქტატი, რომელშიც აღწერილი იყო ადგილობრივი იმამების ცხოვრება, რომლებიც ჩვ. წ. აღრ. 12 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ! ქვეყანაში საომარი მოქმედებების გამო, ეს და მრავალი სხვა რელიკვია განადგურდა ან მოიპარეს.

მსგავსი სურათი იყო ერაყში, სირიაში და ამ რეგიონის სხვა ისტორიულ ქვეყნებში. საომარი მოქმედებების დროს, ხდებოდა უძველესი არტეფაქტების მიზანმიმართული ჭრა და განადგურება.

რაღაცის გადარჩენა მოხერხდა, უმრავლესობა კი, სამუდამოდ დაიკარგა. ითვლება რომ კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე უძლიერესი სახელმწიფო ჩრდ. აფრიკაში და არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სწორედ აქ ეზიარა კაცობრიობა პირველად მეტალურგიას, მჭედლობას, ხოლო მედიცინამ, თავის დროს, რამდენიმე ათასი წლით უსწრებდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ 6-10 ათასი წლის წინანდელი სამარხების გათხრისას, პოულობენ ადამიანებს, რომლებსაც დაკარგული კიდურები პროთეზებით აქვთ ჩანაცვლებული, აღმოჩენილია თავის ქალები, რომლებზეც ტრეპანაციის აშკარა ნიშნებია აღბეჭდილი და ასევე დაბჟენილი კბილები.

კანადურმა კვლევითმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ უდაბნოები არსაიდან არ იქმნება. ეს არის ძლიერი აფეთქების შედეგია. ანუ შეიძლება წარმოიდგინო, რომ აქ ოდესღაც ნამდვილი კულტურული ცენტრი იყო, ყველაზე მდიდარი სახელმწიფო, და მოწინავე მრეწველობის სხვადასხვა სფეროში.

თუ ამ თეორიას მივიღებთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ცივილიზაცია არ ყოფილა ერთადერთი დედამიწაზე. ხოლო, ერთი ან რამდენიმე სხვა ძლიერი კონკურენტის გაჩენა, გარდაუვალ მეტოქეობას იწვევს... და ეს სამოთხე, ძლიერი იარაღით გაანადგურეს.*


image


ათობით ულამაზესი ქალაქი მომენტალურად მტვრად იქცა, ხოლო ბაღები უსიცოცხლო სიცარიელედ გადაიქცა და ქვიშამ, ოდესღაც დიდი ცივილიზაციის კერა დაფარა. ხოლო, არაბული ატლანტიდის (ტერმინი ამერიკელმა მკვლევარებმა შემოიღეს) ყველაზე გამძლე ნაგებობა პირამიდები აღმოჩნდა. ათასწლეულების შემდეგ, ადამიანები დაბრუნდნენ ამ მიწებზე და ახალი ქვეყნები დააარსეს.

აღმოსავლეთმცოდნეებმა და არაბული სამყაროს მკვლევარები, რომლებმაც უძველესი დროის პირველ წყაროების მასალების მცირე ნაწილის შესწავლა მოახერხეს, დაასკვნეს, რომ ზემოხსენებული ქვეყნების ტერიტორიაზე, ოდესღაც უძლიერესი სახელმწიფო არსებობდა, რომელიც ამჟამად მილიონობით ტონა ქვიშის ქვეშ არის ჩამარხული.


* უძველესი წყაროების მიხედვით, ათასობით წლის წინ, ჩვენს პლანეტაზე მართლაც საშინელი მოვლენები ხდებოდა. მაგალითად, მაიას და ინკებს ძალიან მსგავსი მითები აქვთ, იმის შესახებ, რომ მზე ოკეანეში ჩავარდა და ის ადუღდა. სამწუხაროდ ინდიელებმა, ამ მოვლენის თარიღი არ მიუთითეს. თუ ჩვენთვის ცნობილ ფაქტებს და მოვლენებს შევადარებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ საუბარი წარმოუდგენელი სიძლიერის ბომბზეა, რომელიც ოკეანეში ჩავარდა. თუმცა, ასეთი რამ რომ მომხდარიყო, დედამიწაზე მაღალგანვითარებული ცივილიზაცია უნდა ყოფილიყო, ან უცხოპლანეტელების შემოჭრას უნდა ჰქონოდა ადგილი. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მათ გარდასახვის შოუში მიიღეს მონაწილეობა და სრულიად შეიცვალნენ

* ორიონის თანავარსკვლავედი და მისი იდუმალი კავშირი ძველ ცივილიზაციებთან

* შეუიარაღებელი თვალით ამის დანახვა შეუძლებელია – საოცარი მაღალსიჩქარიანი კადრები (20 ფოტო)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
776
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
776
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0