x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კუმირი ვარსკვლავები, რომლებიც მოულოდნელად გარდაიცვალნენ
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ვარსკვლავებიც ადამიანები არიან და ხანდახან გადატვირთული გრაფიკით, გადაღებებით და ა.შ დაღლილებს უბრალოდ დასვენება სურთ, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ყოვლისმომცველ პაპარაცებს არ სძინავთ და უბრალოდ ელიან საზოგადოების ფავორიტებს რაიმე შეეშალოთ და შემდეგ ეს კადრები მათი მილიონობით გულშემატკივრებისთვის (და არა მარტო მათთვის) დღის შუქზე გამოიტანონ.




დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ ჩვენს საყვარელ რამდენიმე ვარსკვლავს, რომლებმაც მოულოდნელად დატოვეს ჩვენი სამყარო. არადა, შეეძლოთ "კიდევ ბევრი ღირებული რამ გაეკეთებიანთ".




კუმირი ვარსკვლავები, რომლებიც მოულოდნელად გარდაიცვალნენ




1. ჰიტ ლედჯერი. image

ნიჭიერი ავსტრიელი მსახიობი და კინემატოგრაფიის მთავარი ჯოკერი 28 წლის ასაკში აბებით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.




2. მაიკლ ჯექსონი.image

2009 წლის 25 ივნისს მსოფლიო შოკში ჩავარდა პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და საყვარელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შესახებ. მომღერალი 50 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.




3. ბრიტანი მერფი.image

მსახიობი, რომელიც ცნობილია შესრულებული როლებით ფილმებში "8 მილი", "Uptown Girls" და "We Got Married", გარდაიცვალა 32 წლის ასაკში პნევმონიით. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა მისი მეუღლე, სცენარისტი და პროდიუსერი საიმონ მონჯაკი, ასევე პნევმონიით.




4. ემი ვაინჰაუსი. image

ამბობენ, რომ ბრიტანელ მომღერალს ყველაზე მეტად ეშინოდა 27 წლის ასაკში გარდაცვლილი ცნობილი როკ-ბლუზის მუსიკოსების სიაში (ე.წ. "კლუბი 27") მოხვედრის. ემი 27 წლის ასაკში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით გამოწვეული გულის შეტევით გარდაიცვალა.




5. ვითნი ჰიუსტონი. image

უნიკალური მომღერალი 49 წლის ასაკში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ერთმანეთის მიყოლებით კოკაინის, მარიხუანასა და სედატიური საშუალებების მოხმარება გახდა.




6. პოლ უოკერი. image

"ფორსაჟის" ვარსკვლავი საქველმოქმედო ღონისძიებაზე მისასვლელად მგზავრობისას საშინელ ავარიაში დაიღუპა. მსახიობთან ერთად ასევე გარდაიცვალა მანქანის მძღოლი, მისი ახლო მეგობარი.





7. ჩესტერ ბენინგოტონი. image
Linkin Park-ის 41 წლის სოლისტმა ჩესტერ ბენინგტონმა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო. ცნობილია, რომ ბენინგტონს მძიმე დეპრესია აწუხებდა. თვითმკვლელობამდე ორი თვით ადრე, მისმა ახლო მეგობარმა კრის კორნელიმ, ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.


0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0