x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამას მხოლოდ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები აქვეყნებენ Facebook-ზე
ვფიქრობ, წარდგენა არ სჭირდება თუ ვინ არის "ცუკერბერგი", რამე თუ, მას მთელი პლანეტა იცნობს. და, მაინც... Mark Elliot Zuckerberg-ი, უნიჭიერესი პროგრამისტი და სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელია. დღეს ის მთელს პლანეტაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ცოდნის წყალობით მიაღწია.



image



მარკი 1984 წლის 14 მაისს უაით ფლეინსში, ნიუ-იორკის შტატში ებრაელების ოჯახში დაიბადა. მან პროგრამირება დაიწყო, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლე იყო. თავდაპირველად იტაცებდა კომპიუტერული პროგრამების განვითარება. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის „რისკის“ კომპიუტერული ვარიანტი შექმნა. აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როდესაც ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა და ახალგაზრდა ცუკერბერგი თავიანთ კომპანიაში მიეწვიათ, მაგრამ მარკმა უარი განაცხადა და ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა.




მარკ ცუკერბერგმა თავისი პროდუქტი მსოფლიო ქსელში გაუშვა 2004 წლის 4 თებერვალს, ჰარვარდის ერთი პატარა ოთახიდან. მარკს ამ საიტის შექმნის იდეა დაებადა მას შემდეგ, რაც იხილა Phillips Exeter Academy-ში ყოფნის დროს ტრადიცია, რომელსაც სხვა სასწავლებლებშიც იყენებდნენ. ყოველწლიურად ქვეყნდებოდა სახელმძღვანელო, სადაც მოცემული იყო სტუდენტების მონაცემები და ფოტო. ამ სახელმძღვანელოს პირწიგნაკი ერქვა, საიდანაც შემდგომში მისმა შექმნილმა სოციალურმა საიტმა მიიღო სახელწოდება Facebook. პირველი პირწიგნაკი მან ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის შექმნა, რისთვისაც მან უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა და ამის გამო მისი უნივერსიტეტიდან გარიცხვის საკითხიც დადგა, მაგრამ ჰარვარდის სტუდენტების მოთხოვნით მარკმა ისევ აღადგინა ეს სერვისი და ცოტა ხანში თითქმის სტუდენტდების ნახევარი დარეგისტრირდა, მათ ამ საიტზე ჯგუფების თვითორგანიზებაც შეეძლოთ და თანდათან ეს საიტი პოპულარული ხდებოდა სტუდენტებში. რამდენიმე თვეში მარკს ანალოგიური საიტის შექმნის თხოვნით მიმართეს სტენფორდის, კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტიდან.





Facebook Inc-ის ღირებულების ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მარკი არ ჩქარობს მისი კომპანიის აქციების გამოშვებას და ბირჟაზე გამოტანას. მარკმა უარი უთხრა თავისი კომპანიის წილის მიყიდვაზე Google-ს, მაგრამ შემდეგ 1.6 % მიჰყიდა Microsoft-ს $240 მილიონად. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანიის მთლიანი ღირებულება $15 მილიარდია, მაგრამ ზუსტი ღირებულება ცნობილი გახდება, როდესაც ახალგაზრდა ბიზნესმენი თავისი კომპანიის აქციებს ბირჟაზე განათავსებს.



თუ გაქვთ ანგარიში Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელებში და თქვენ უზიარებთ თქვენს აზრებს, ინტერესებს, ფოტოებს და განწყობას თქვენს მეგობრებს და ეს სრულიად ნორმალურად მიგაჩნიათ და არ გიფიქრიათ არასოდეს, რომ ყველაფერი, რასაც აქვეყნებთ, საუბრობს თქვენზე, როგორც პიროვნებაზე, მაშინ ეს სტატია უნდა წაიკითოთ.




ამას, მხოლოდ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები აქვეყნებენ Facebook-ზე




1. თუ აზიარებს თქვენს მდებარეობას. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სხვების მოწონება და ამიტომ გსურთ აჩვენოთ, რომ აქტიური და საინტერესო ცხოვრება გაქვთ. გაგიმხელთ საიდუმლოს, ცოტას აინტერესებს სად ისადილეთ ან რომელ კინოში წახვედით. გარდა ამისა, შეტყობინებებმა, რომ თქვენ დატოვეთ ქვეყანა, შეიძლება თქვენს ბინაში მიიზიდოს მძარცველები.



2. ფოტოები სპორტული დარბაზიდან. უბრალოდ გსურთ ხალხმა იცოდეს თქვენი მიმზიდველობისა და სპორტული ცხოვრების წესის შესახებ. მერწმუნეთ, ვისაც ნამდვილად მოსწონხართ, არ სჭირდებათ თქვენი მიმზიდველობის მტკიცებულება.



3. საკვების ფოტოები. არიან კვების ბლოგერები, რომლებსაც შეუძლიათ ნებისმიერი საკვების წარმოუდგენლად მადისაღმძვრელი გადაღება, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის როგორ გააკეთოს ეს, ასე რომ თქვენ ვერ შეძლებთ ვინმე გააოცოთ ფინჯანი ყავით ან ნამცხვრის ნაჭერით. არის კიდევ ერთი ვარიანტი, როდესაც გსურთ აჩვენოთ სხვებს, რომ კარგ ადგილებში სადილობთ. (ძალიან დაბალი დონეა)



4. მილიონობით ადამიანების დამატება. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად იმატებენ ყველას განურჩევლად. ეს თქვენს თავდაჯერებულობის ნაკლებობაზე მეტყველებს.image



5. შენაძენის და საჩუქრების ფოტოები. ყველას უყვარს საჩუქრების მიღება, მაგრამ ამის შესახებ მთელ მსოფლიოს არ უნდა უთხრათ. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გჭირდებათ სხვების თანხმობა. გარდა ამისა, გინდათ აჩვენოთ, რომ ვიღაცისთვის ძვირფასი ხართ, რომ ზრუნავენ თქვენზე და უყვარხართ.



6. როდესაც გამუდმებით საუბრობთ თქვენს განწყობასა და გრძნობებზე. ბრიტანეთის ბრიმინგემის, ედინბურგის და ჰერიოტ-უოლტის უნივერსიტეტების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც აქვეყნებენ შეტყობინებებს, რომლებშიც ნათლად აღწერენ თავიანთ ემოციებს ან გრძნობებს, უნებლიედ აჩვენებენ, თუ რამდენად აკლიათ რეალური ურთიერთობები და გრძნობები რეალურ ცხოვრებაში.


image


1
65
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
65
  
2023, 17 ნოემბერი, 2:36
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1