x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"დამშვიდდით ბატონებო, ხელოვნება უმაღლესია!” - რა შეემთხვა დოდო ჭიჭინაძეს მოსკოვის აეროპორტში
image3 ნოემბერი ქართული კინოს და თეატრის მსახიობის დოდო ჭიჭინაძის გარდაცვალების დღეა, ულამაზესმა მსახიობმა მრავალი სახასიათო როლები შექმნა თეატრში თუ კინოში, "დავით გურამიშვილი" (ქეთევანი, 1946), "ჭრიჭინა" (თინა, 1954), "ბაში-აჩუკი" (ნინო, 1956), "ნინო" (ეთერი, 1959), "შეწყვეტილი სიმღერა"(დოდო, 1960), აი არასრული ჩამონათვალი ფილმებისა;


დღეს გავიხსენებთ ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც დოდო ჭიჭინაძეს მოსკოვის აეროპორტში გადახდა:


"მსახიობს მოსკოვში იუბილე მოუწყვეს. მეორე დღეს მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლი უნდა ეთამაშა, მაგრამ მოსკოვში სთხოვეს, ერთი დღე კიდევ დარჩენილიყო. მას არ უნდოდა დარჩენა, რადგან იცოდა, რომ სპექტაკლში დუბლიორი არ ჰყავდა და მის გარეშე ვერ ჩატარდებოდა.

რუსებმა მაინც დაითანხმეს დარჩენაზე და შეპირდნენ, რომ მსახიობი მეორე დღეს თბილისში დილის რეისით ჩაფრინდებოდა. დილას აეროპორტში მისულ დოდო ჭიჭინაძეს უთხრეს, რომ ბილეთები აღარ იყო. ხვეწნამ არ გაჭრა, მოლარე გაბრაზებული უხსნიდა, რომ ბილეთი არ იყო.



უცებ სახეზე კარგად დააკვირდა და წამოიძახა, “ღმერთო ჩემო, ჩუკი-მუკი?”


დოდო ჭიჭინაძე მიხვდა, რომ “ჩუკი-მუკი”-ში მოლარემ “ბაში-აჩუკი” იგულისხმა და ის იცნო. მან მსახიობს სთხოვა, მისთვის გვარი ეთქვა და დალოდებოდა.


image

ცოტა ხანში აეროპორტის დარბაზში გაისმა სიტყვები: “თბილისის რეისზე ბრონირებული ბილეთის მისაღებად გამოცხადდეს დოდო ჭიჭინაძე.”


დარბაზში ერთი ამბავი ატყდა, რადგან იქ საქართველოს ცეკას მდივნები ისხდნენ, თურმე მათაც არ შეხვდათ ბილეთი.


აღელვებულებს დოდო ჭიჭინაძე მშვიდად მიუხლოვდა და უთხრა: “დამშვიდდით ბატონებო, ხელოვნება უმაღლესია!”

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0