x
image
ლანა92
5 რამ, რისი გასესხება/გასხვისებაც არაფრით შეიძლება
image


მეზობლებს შორის ურთიერთობისას ახლა შედარებით იშვიათი ხდება რამე პროდუქტის, ნივთის სესხება, თხოვება, თუმცა საკითხი მაინც არ კარგავს ჩვეულ აქტუალობას. ალბათ, არაერთი შემთხვევაა ცნობილი ყოველდღიურობაში, როცა ახალ მეზობლებს შორის ნაცნობობა ერთი თავი ხახვის, ან ნივრის, ზეთის, შაქრის, მარილის თუ ყავის სესხებით დაწყებულა. ჯერ კიდევ ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ გარკვეული ნივთების სახლიდან გატანით (გასესხებით/გაჩუქებით) შეიძლება, კეთილდღეობა და იღბალიც გავიდეს ოჯახიდან. ამიტომ ნივთების გასესხებისას საჭიროა ფრთხილად ვიყოთ. საინტერესოა, რა შედის ნივთების საბედისწერო ხუთეულში, რომელზეც დამოკიდებულია ოჯახის სიმდიდრე და კეთილდღეობა. მაშ, ასე:


1. მარილი

2.ჭურჭელი


3.ტანსაცმელი

4.ცოცხი და

5.პური


1. ადამიანებს სჯერათ, რომ მარილი ენერგიის წყაროა და ამდენად, მას მაგიურ რიტუალებში შემთხვევით სულაც არ იყენებენ. ნუ ისესხებთ და ნურც გაასესხებთ მარილს, რადგან ერთი მხრივ, შეიძლება, ავადმყოფობა, ან მეორე მხრივ, უფულობა მოიზიდოს. მარილი ისტორიულად ფულის ნაცვლადაც კი გამოიყენებოდა, ანუ იყო სხვა პროდუქტებზე გაცვლის საშუალება და საკმაოდ ძვირადღირებული ნივთიერება.

თუ არ გსურთ, რომ ხელთ ცარიელი საფულე შეგრჩეთ, მაშინ ფრთხილად იყავით, სანამ მარილს ისესხებთ ან გაასესხებთ.

2. ჭურჭელი (ჭიქა, თეფში და სხვა) - ძველ ადამიანებს სწამდათ, რომ სხვისი თეფშის, ან ქვაბის შემოტანით შეიძლება, ოჯახში სიღარიბე და უბედურება შემოიტანო, ხოლო სხვისთვის თხოვებით - იჯახის კეთილდღეობას შეექმნას საფრთხე. სხვისი ჭიქის აღება ასოცირდება ოჯახში მეტოქის გაჩენასთან, სხვისი თეფშის აღება - ვალებში ჩაფლობასთან, ხოლო სხვისი ჭიქის აღება - ჯანმრთელობის შერყევასთან.

3.ქსოვილი (ტანსაცმელი და ფეხსაცმელი) - უძველესი დროიდან ადამიანებს სჯერათ, რომ პატრონის ენერგიას შთანთქავს. ამიტომ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თხოვება საფრთხილო საკითხია.

4.ცოცხი - წინაპრებს სჯერათ, რომ ცოცხი ასუფთავებს სახლს და ამიტომაც, მისი გასხვისებით ჩვენ სახლს დაუცველს ვტოვებთ.ცოცხის თხოვება ასოცირდება უბედურებასა და ფინანსურ პრობლემებთან. ცოცხის მხოლოდ გადაგდება შეიძლებოდა, თუმცა არც ეს იყო სასურველი, ყველაზე გამართლებული იყო ძველი ცოცხის დაწვა.

5.პური - კარგი მასპინძელი ყოველთვის უმასპინძლდება პურით სტუმარს, მოგზაურს, ან გაჭირვებულს. მეორე მხრივ, პურის გასესხება სიღარიბეს იზიდავს. ითვლებოდა, რომ პურის ნაჭრების სახლის ზღურბლს გარეთ გატანასთან ერთად სახლის კეთილდღეობაც გადიოდა.

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0