x
image
ლანა92
3 გრანდიოზული ფესტივალი, რომელიც ცხოველებს ეძღვნება


image

ყველა ფესტივალი ადამიანებს როდი ეძღვნება. ასევე, არსებობს მრავალფეროვანი ფესტივალები, განკუთვნილი ცხოველებისადმი, რომელსაც აღნიშნავენ მთელ მსოფლიოში.

კუკურ ტიხარი - ძაღლების ფესტივალი

image

კუკურ ტიხარი ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ფესტივალია, რომელსაც აღნიშნავენ ნეპალში. მას აღნიშნავენ ხუთი დღის განმავლობაში და ჩვეულებრივ იმართება შემოდგომის ბოლოს. ფესტივალის პირველ დღეს პატივს სცემენ ყვავებს, როგორც " სიკვდილის მაცნეებს". მეორე დღეს თაყვანს სცემენ ძაღლებს, მესამე დღეს - ძროხებს, მე-4 დღე ეძღვნება ხარებს. ფესტივალის მე-5 დღე განსხვავებულია დანარჩენებისაგან - დები ძმებს შუბლზე უსვამენ წითელ წერტილს, ანუ "ტიკას", როგორც კურთხევას მათი მხრიდან.ამ დღეს პატივს მიაგებენ ქუჩის ძაღლებსაც.

image

image

პერეგონის ფესტივალი - ცხვრების ფესტივალი

image

ეს ესპანური ფესტივალია. აღნიშნავენ მადრიდში. ფესტივალის მსვლელობა ძალიან ლამაზად გამოიყურება, როცა ათასობით ცხვარი მოდის ქუჩაში, ქალებსა და მამაკაცებს კი ტრადიციული სამოსი აცვიათ.

"შვედური მაგიდა" მაიმუნებისათვის

image

ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ფესტივალია, რომელსაც აღნიშნავენ ტაილანდში, ქალაქ ლოპბურში. ქვეყნის მცხოვრებლები ამ დღისათვის იმარაგებენ 4.5 ტონა ხილს, ბოსტნეულსა და კანფეტს ყველა მაიმუნისათვის, რომელიც ცხოვრობს პხრა პრანგ იოტის ძველი საყდრის სიახლოვეს. ისტორიკოსების აზრით, ლოპბურის სახეობის მაიმუნები არსებობდნენ ჯერ კიდევ რამაიანას, უძველესი სანსკრიტული ეპოსის დროიდან. ზღაპრის მიხედვით, ერთ-ერთი გმირი მაიმუნი ადამიანური უნარებით იხსნის პატარძალს ათთავიანი დემონისაგან. სავარაუდოდ, სწორედ მაიმუნებისგან წარმოსდგა ქალაქი ლოპბური. აქ დღეისათვის 3000-მდე მაიმუნი ბინადრობს და ტურისტების მიზიდვის ძირითად საშუალებად მიიჩნევა ეს არსებები.

image





0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0