x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა წაართვეს ქალებმა მამაკაცებს?
image

დღეისთვის ქალთა გარდერობში არის ტანსაცმელი, რომელსაც ზოგიერთ მათგანს მამაკაცებიც ატარებენ, ან პირიქით, თუმცა არის საგნები და ტანსაცმელი, რომლებიც ქალებმა მამაკაცებს წაართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს.




სარაფანი-ეს სამოსი ქალებმა მამაკაცებს მე-17 საუკუნეში წაართვეს, როგორც ჩანს საბოლოოდ.სახელწოდება სპარსულიდან მოდის-serapa, რომელიც იყო"უსახელო, გრძელი მამაკაცის კოფთა."ისტორიული ფილმებიდან გემახსოვრებათ ალბათ...(მათ შორის ქართული ფილმებიდანაც) რა თქმა უნდა ისტორიულ წყაროებშიც არის აღწერილია.


მაღალი ქუსლი-ქალებს მაღალ ქუსლზე დგომა ეკრძალებოდათ, განიხილებოდა როგორც "მის მფარველზე მაღლა დგომის მცდელობა", თუმცა საბოლოოდ მამაკაცებს ესენიც "შეაწერეს".



წელზე შემოსარტყმელი ქამარი-ძველად, მრავალ ქვეყანაში სამხედროებს წელზე შემორტყმულ ქამარზე ვერცხლის, ბრინჯაოს და ძვირფასი ქვებით გაწყობილი საბნევები ჰქონდათ დამაგრებული.ესეც ქალების მფლობელობაში გადავიდა.



ელასტიური წინდები-ამაზე ბრძოლა დიდხანს გრძელდებოდა, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნიდან, საბოლოოდ მამაკაცებმა ესეც დათმეს 1980-იანი წლებიდან.


პარიკები-ძველად პარიკებს მხოლოდ გაჭაღარავებული მამაკაცები ატარებდნენ, მდაბიოებს ამის ბედნიერება არ ჰქონდათ, მხოლოდ "ძლიერნი ამა ქვეყნისანი"დაბრძანდებოდნენ პარიკებით.მაგრამ უკვე რომის იმპერიაში ნელ-ნელა ქალებმაც დაიწყეს პარიკების ხმარება, მაგალითად მესალინა, იმპერატორ კლავდიას მესამე ცოლი პარიკგადაცმული მიდიოდა ხოლმე ბორდელში.



თვალის ჩრდილი-"დიდ წინასწარმეტყველს ჰქონდა სტიბიუსის ყუთი, იგი სამჯერ ისმევდა თვალის ქუთუთოებზე ხან მარცხენა თვალთან, ხან მარჯვენასთან"- წერს მუჰამედის შესახებ მისი ბიძაშვილი აბდალაჰ იბნ აბასი.ასე ისმევდნენ თვალებზე მაკიაჟს არაბეთის კუნძულზე მცხოვრები მამაკაცები.შემდეგ უკვე მაკიაჟს მეკობრეები იყენებდნენ მზისგან დასაცავად.საბოლოოდ მაკიაჟიც ქალების მფლობელობაში გადავიდა.

1
278
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
278
  
2023, 3 ნოემბერი, 22:45
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
0 1 1